|
2016-04-04 10:38:50, 506 ნახვა
პოლიტიკა
ხიდაშელი ყარაბაღზე: უპირველესი ამოცანა ცეცხლის შეწყვეტაა
საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი მთიან ყარაბახში განვითარებულ მვლენებს გამოეხმაურა. როგორც ხიდაშელმა განაცხადა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ორივე მეზობელთან - სომხეთთანაც და აზერბაიჯანთანაც ინტენსიური კომუნიკაცია აქვს. ხიდაშელის შეფასებით, უპირველესი ამოცანა ცეცხლის შეწყვეტაა. „როდესაც ირგვლივ სროლებია, როდესაც დაძაბულობა ამ მასშტაბებს აღწევს, რაც მთიანი ყარაბახის შემთხვევაში ვნახეთ აქ სხვა ამოცანები აღარ დგას. აქ მთავარი ამოცანაა შეწყდეს ცეცხლი და შემდეგ შეიძლება გაგრძელდეს საუბარი ყველაფერ დანარჩენზე. ამიტომ ვიმედოვნებ მინისტრის შეხვედრა, რომელიც ვენაშია დაგეგმილი, შედეგიანი აღმოჩნდება“, - განაცხადა თინა ხიოდაშელმა. მანვე ჟურნალისტის კითხვაზე ხომ არ მოუმართავს სომხეთს ან აზერბაიჯანს დახმარების თხოვნით, განაცხადა, რომ ასეთი თხოვნა არ ყოფილა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)