|
2016-04-03 15:30:25, 480 ნახვა
პოლიტიკა
წინასწარი მონაცემებით, დელეგატთა უმრავლესობა „ეროვნული ფორუმის“ კოალიციიდან გასვლას უჭერს მხარს
„ეროვნული ფორუმის“ ყრილობის დაწყების წინ ჩატარებული ფარული სარეიტინგო გამოკითხვის მონაცემების მიხედვით, „ეროვნული ფორუმის“ დელეგატთა უმრავლესობა კოალიცია „ქართული ოცნების“ დატოვებას უჭერს მხარს. გამოკითხვის შედეგები მედიას პარტიის წევრმა რევაზ შავიაშვილმა გააცნო. შეკითხვაზე- „ეროვნული ფორუმი“ არჩევნებზე გადის საარჩევნო ბლოკით, თუ დამოუკიდებლად,461 მონაწილე დელეგატიდან, 360-მა მხარი დამოუკიდებლად გასვლას დაუჭირა, 97-მა საარჩევნო ბლოკით, 4 -მა კი თავი შეიკავა. მეორე შეკითხვაზე, ტოვებს თუ არა „ეროვნული ფორუმი“ „ქართულ ოცნებას“, 461 დელეგატიდან 342 -მა უპასუხა-" გავდივართ კოალიციიდან", 117-"ვრჩებით კოალიციაში", 2-მა თავი შეიკავა. გამოკითხვის შედეგების მიხედვით, დელეგატთა 74% „ეროვნული ფორუმის“ კოალიციიდან გასვლას უჭერს მხარს. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ამ წუთებში დახურულ ფორმატში ყრილობაზე მსჯელობენ, არიან მომხსენებლებიც, რომელთა გამოსვლების დასრულების შემდეგაც საბოლოო, ოფიციალური კენჭისყრა გაიმართება.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)