10:06 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-19 11:11:10, 607 ნახვა

პოლიტიკა
საქართველოს საგარეო უწყება მინსკის შეთანხმების მხარეებს ვალდებულებების შესრულებისკენ მოუწოდებს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო უკრაინაში, ქალაქ დებალცევოში და მის ირგვლივ ინტენსიური საბრძოლო მოქმედებების განახლებასთან დაკავშირებით უკიდურეს შეშფოთებას გამოხატავს.

საგარეო უწყება მინსკის შეთანხმების ხელმომწერ მხარეებს მოუწოდებს, სრულად შეასრულონ აღებული ვალდებულებები და პატივი სცენ გაერო-ს უშიშროების საბჭოს მიერ 17 თებერვალს მიღებულ რეზოლუციას.

„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო უკიდურეს შეშფოთებას გამოხატავს აღმოსავლეთ უკრაინაში, კერძოდ, ქ.დებალცევოში და მის ირგვლივ რუსეთის ფედერაციის მიერ მხარდაჭერილი სეპარატისტების მხრიდან ინტენსიური საბრძოლო მოქმედებების განახლებასთან დაკავშირებით. აღნიშნული წარმოადგენს მინსკში მიღებული შეთანხმების ცეცხლის შეწყვეტის, მძიმე შეიარაღებული ფორმირებებისა და სამხედრო ტექნიკის გაყვანის თაობაზე შესაბამისი მუხლების უხეშ დარღვევას და სერიოზული საფრთხის ქვეშ აყენებს მოცემული შეთანხმების რეალიზაციის შესაძლებლობას. 

ვითარებას კიდევ უფრო ართულებს ის ფაქტი, რომ სეპარატისტები დღემდე არ აძლევენ საშუალებას ეუთო-ს სპეციალურ სადამკვირვებლო მისიას, მონიტორინგი განახორციელოს დებალცევოსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე.

იმედს გამოვთქვამთ, რომ „ნორმანდიული ფორმატის“ მონაწილეები მაქსიმალურ ძალისხმევას მიმართავენ, ვითარების შემდგომი ესკალაციისა და მისი კონტროლიდან გამოსვლის თავიდან აცილების მიზნით.

ამასთან, მოვუწოდებთ 2015 წლის 12 თებერვლის მინსკის შეთანხმების ხელმომწერ მხარეებს, სრულად შეასრულონ აღებული ვალდებულებები და პატივი სცენ გაერო-ს უშიშროების საბჭოს მიერ ა.წ. 17 თებერვალს მიღებულ №2202 რეზოლუციას”, - ნათქვამია საქართველოს საგარეო უწყების განცხადებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსკოვს კვლავ დრონებმა დაარტყეს, დაიბომბა ნოვოროსიისკის პორტიც
ვიტკოფი ირანთან მოლაპარაკებებისთვის კატარში გაფრინდა
შეერთებული შტატები 40 წლის შემდეგ პირველად შექმნის ახალ ბირთვულ ქობინს
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics