22:26 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-05-19 12:31:43, 5809 ნახვა

პოლიტიკა
მდინარაძე იქნება მსოფლიოს ისტორიის პირველი facebook პოსტებთან მებრძოლი გენერალი - გახარია საქართველოსთვის

"მამუკა მდინარაძე იქნება მსოფლიოს ისტორიის პირველი facebook პოსტებთან მებრძოლი გენერალი" - ამის შესახებ პარტია "გახარია საქართველოსთვის" პოლიტსაბჭოს წევრმა, გიორგი ჭანტურიამ ბრიფინგზე განაცხადა. 

გიორგი ჭანტურია აღნიშნავს, რომ "ქართული ოცნება" თავად არის სიძულვილის და მასობრივი ძალადობის მთავარი ორგანიზატორი.

გუშინ გენერალ-კოორდინატორმა მამუკა მდინარაძემ ოფიციალურად ცენზურის სამმართველო დაგვიანონსა, რომლის ერთადერთი ფუნქცია - მოქალაქეების კრიტიკისგან და განსხვავებული აზრისგან მაღალჩინოსნებისა და "ოცნების" წევრების დაცვა იქნება, იმ ადამიანების, რომლებიც ხალხის ბიუჯეტით მდიდრდებიან.

მამუკა მდინარაძე კი იქნება მსოფლიოს ისტორიის პირველი facebook პოსტებთან მებრძოლი გენერალი.

რეალურად - "ოცნება" არამხოლოდ სიძულვილის ენის მთავარი ავტორი, არამედ თავად სიძულვილის და მასობრივი ძალადობის მთავარი ორგანიზატორია.

ყველაზე ამორალური კი ის არის, რომ მოქალაქეებისთვის გამოხატვის უფლების შეზღუდვის ცენზურის მიზნით - "ოცნებას" სურს გამოიყენოს დეპარტამენტი, რომელიც 2018 წელს გიორგი გახარიამ ადამიანის უფლებების სახელმწიფოსგან და ძალადობისგან დაცვის მაღალი სტანდარტის უზრუნველსაყოფად შექმნა.

დღეს კი "ოცნება" ადამიანის უფლებების დასაცავად შექმნილ ინსტრუმენტს ადამიანების განსხვავებული აზრის დევნის ინსტრუმენტად იყენებს.

დღეს "ოცნება" წარმოადგენს ხელისუფლებას, რომელსაც არ აწუხებს მოქალაქეების სიღარიბე, გაზრდილი ფასები, ბავშვები, კორუფცია და უსამართლობა, მაგრამ აწუხებს მოქალაქეების სამართლიანი პროტესტი არაკომპეტენტური და გაუმაძღარი ხელისუფლების მიმართ.

სიძულვილის ენას უნდა ვებრძოლოთ ყველა. მაგრამ ხელისუფლება, რომელიც ოპონენტებსა და მოქალაქეებს მოიხსენიებს: აგენტებად; მტრებად; ქვეყნის მოღალატეებად  და გარეწრებად. ხელისუფლება, რომელმაც ქვეყანა გახლიჩა და ორად გაყო: საკუთარ მომხრეებად და ქვეყნის მტრებად. ასეთი ხელისუფლება გვესაუბრება დღეს სიძულვილის ენაზე.

ღიმილის მომგვრელია იმის ყურება, რომ "ოცნებამ", რომლის პრემიერმაც კვერცხის ფასი ვერ დაამარცხა, ახლა ცდილობს საზოგადოების თავისუფალი აზრი და კრიტიკა დაამარცხოს. 

სიძულვილის ძალა აღმოიფხვრება მხოლოდ მაშინ, როდესაც სახელმწიფო პასუხისმგებელი პოლიტიკური ძალა ამ სიძულვილის გამოყენებაზე უარს იტყვის," - განაცხადა გიორგი ჭანტურიამ. 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
ელენე ხოშტარიას უახლოეს დღეებში დამატებითი კვლევების ჩატარების მიზნით, სამოქალაქო სექტორის კლინიკა „ვივამედში" გადაიყვანენ
ტოკაევმა კობახიძე ყაზახეთის რესპუბლიკის პირველი ხარისხის „მეგობრობის" საპატიო ორდენით დააჯილდოვა
ორბანის გადადგომის შემდეგ უნგრეთმა რუსეთის მოქალაქეებზე ვიზების გაცემა შეაჩერა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics