|
2016-04-02 19:13:37, 527 ნახვა
პოლიტიკა
არჩილ თალაკვაძე ევროკომისარ დიმიტრის ავრამოპულოსს შეხვდა
ევროკომისარი მიგრაციის, საშინაო საქმეთა და მოქალაქეობის საკითხებში დიმიტრის ავრამოპულოსი შინაგან საქმეთა სამინისტროს ეწვია და შს მინისტრის მოადგილე არჩილ თალაკვაძეს შეხვდა. შსს-ს ინფორმაციით, შეხვედრაზე სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის ფარგლებში გატარებული რეფორმები და სამუშაო განიხილეს. არჩილ თალაკვაძემ და ევროკომისარმა ყურადღება გაამახვილეს ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის, მიგრაციის სამსახურის რეფორმისა და საზღვრის ინტეგრირებული მართვის საკითხებზე. საუბარი შეეხო, ასევე, საქართველოსა და ევროპოლს შორის არსებულ თანამშრომლობას და იმ მაღალი დონის ხელშეკრულებას, რომელსაც მხარეებმა ხელი უახლოეს მომავალში უნდა მოაწერონ. ევროკომისარმა დიმიტრის ავრამოპულოსმა საქართველოსადმი მტკიცე მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა. მისი თქმით, ჩატარებული რეფორმებით საქართველომ არაერთ ქვეყანას კარგი მაგალითი მისცა და იგი კვლავაც განაგრძობს წარმატებულ სვლას ევროპული ინტეგრაციის გზაზე.
მთავრობა ქვეყნის მასშტაბით რეგიონული ნაგავსაყრელების მშენებლობას გეგმავს
უკრაინული დრონების შემდეგ, ომსკის ოლქში ბენზინგასამართ სადგურებთან კილომეტრობით რიგები წარმოიქმნა
დიპლომატიის აკადემიის რექტორის თანამდებობაზე თამარ ბერუჩაშვილი დაინიშნა
გიორგი ბახუაშვილი ქართული ოცნების სუს-ის უფროსის მოადგილედ დაინიშნა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)