|
2016-04-01 18:24:26, 493 ნახვა
პოლიტიკა
კორძაია ბესელიას მიმართავს: თქვენი პასუხი პოლიტიკურ ქვეტექსტებთან დაკავშირებით უადგილო იყო
"თქვენი პასუხი პოლიტიკურ ქვეტექსტებთან დაკავშირებით ნამდვილად იყო მიუღებელი, უადგილო და ორაზროვანი",-ასე გამოეხმაურა "რესპუბლიკური" პარტიის წევრი თამარ კორძაია დეპუტატ ეკე ბესელიას განცხადებას. კორძაიას თქმით, რესპუბლიკელებს თავიანთი პოზიციების ღიად გამოხატვის პრობლემა არ აქვთ. “თქვენი პასუხი პოლიტიკურ ქვეტექსტებთან დაკავშირებით ნამდვილად იყო მიუღებელი, უადგილო და ორაზროვანი იმიტომ, რომ არც ბატონ ნოდარს და არც ერთ "რესპუბლიკელს" არ გვაქვს იმის პრობლემა, რომ ჩვენი პოზიციები გამოვხატოთ ღიად და ეს იცის ყველამ, ამიტომ გთხოვთ, მომავალში ეს გაითვალისწონოთ, “ - განაცხადა თამარ კორძაიამ. შგახსენებთ, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია და ფრაქცია “ქართული ოცნება - რესპუბლიკელების" წევრი ნოდარ ებანოიძე ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ. დეპუატატს შორის დაპირისპირების მიზეზი საბავშვო ბაღების რეფორმა გახდა. „უკაცრავად ნუ ყვირიხართ, გაუგებარი ლოგიკაა ჩემთვის რასაც ამბობთ. ხელებს ნუ იშვერთ ბატონო ნოდარ და ნუ ყვირიხართ. თუ გინდათ გამობრძანდით და დაასაბუთეთ თქვენი ლოგიკა, რომელიც მე ვერ გავიგე და ნუ ყვირიხართ. დღეს მეტისმეტად გაცხარებული ბრძანდებით. კანონპროექტის სულისკვეთების ნოტას დაუბრუნდით და იმედია პოლიტიკურ ნოტაზე არ ხართ გადასული. დაიწყნარეთ ნერვები და ხელები სათანადო მიმართულებით მიმართეთ. კაცო, ეს პოლიტიკური მოცემულობა როგორ ცვლის ხალხს, ამ კანონზე შეიძლება ასეთი რაღაცები აკეთო?“,-მიმართა ბესელიამ ებანოიძეს.
მთავრობა ქვეყნის მასშტაბით რეგიონული ნაგავსაყრელების მშენებლობას გეგმავს
უკრაინული დრონების შემდეგ, ომსკის ოლქში ბენზინგასამართ სადგურებთან კილომეტრობით რიგები წარმოიქმნა
დიპლომატიის აკადემიის რექტორის თანამდებობაზე თამარ ბერუჩაშვილი დაინიშნა
გიორგი ბახუაშვილი ქართული ოცნების სუს-ის უფროსის მოადგილედ დაინიშნა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)