|
2016-04-01 16:28:46, 412 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი მარგველაშვილი „ვაშინგტონ პოსტის" სარედაქციო საბჭოს შეხვდა
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, აშშ-ი სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, „ვაშინგტონ პოსტის" სარედაქციო საბჭოს წევრებს ფრედ ჰაიატს, ჯექსონ დილს, ენი ეპლბაუმს, დუგლას ჯელს შეხვდა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ და ეკონომიკურ პროცესებს, საქართველოს საგარეო პოლიტიკას, რუსეთ - საქართველოს ურთიერთობას, მომავალ საპარლამენტო არჩევნებს და წინასაარჩევნო გარემოს, საქართველოს NATO-ში ინტეგრაციის პროცესს და რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოს. „ვაშინგტონ პოსტის" სარედაქციო საბჭოს წევრები დაინტერესდნენ, როგორ აფასებს საქართველოს პრეზიდენტი რუსეთის საგარეო პოლიტიკას მისი მეზობლების მიმართ და რა ვითარებაა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე. "ვაშინგტონ პოსტის" ოფისში შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა მდივანი თენგიზ ფხალაძე და საქართველოს ელჩი აშშ-ი არჩილ გეგეშიძე.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)