14:25 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-04-14 14:05:05, 7454 ნახვა

სამართალი
გახარიას პარტია ყაველაშვილს მაღაროელების შეწყალებაზე მიმართავს

გახარიას პარტიის ფრაქცია "საქართველოსთვის" დეპუტატები ქართული ოცნების პრეზიდენტ, მიხეილ ყაველაშვილს, დაპატიმრებული მაღაროელების შეწყალების შესახებ ოფიციალური შუამდგომლობით მიმართავენ. ამის შესახებ, შალვა კერესელიძემ განაცხადა.

კერესელიძის თქმით, ხელისუფლებამ მოსახლეობის წუხილი და საჭიროებები უნდა გაითვალისწინოს. მიმართვის საფუძველზე ისინი ითხოვენ:

დაპატიმრებული ჭიათურელი მაღაროელების გიორგი ნეფარიძის, მერაბ სარალიძის, თენგიზ გველესიანისა და აჩიკო ჭუმბურიძის განთავისუფლებას.

შრომის რეალურ ანაზღაურებას, რის გამოც 3500 კაციდან 2000-ზე მეტი დასაქმებული მაღაროელი შემოსავლის გარეშე დარჩა.

რთული და მაღალი რისკის სამუშაო პირობებიდან გამომდინარე შრომის უსაფრთხოების ნორმების მკაცრად დაცვას.

"ჭიათურელი მაღაროელების დაკავება უკავშირდება მწვავე სოციალურ საპროტესტო ტალღას, რომელიც უკიდურესი გაჭირვების, შრომითი პირობების გაუარესების და საარსებო წყაროს გარეშე დარჩენის გამო „ჯორჯიან მანგანეზის“ წინააღმდეგ იყო მიმართული. ჩვენ სრულ სოლიდარობას და მხარდაჭერას ვუცხადებთ დაპატიმრებულ მაღაროელებს და მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, თუ ნამდვილად გაქვთ პოლიტიკური ნება ქვეყანაში დაიწყოს პოლიტიკური ვითარების დამშვიდება და დაძაბულობის განმუხტვა", - თქვა კერესელიძემ.

ცნობისთვის, 4 მაღაროელი - მერაბ სარალიძე, გიორგი ნეფარიძე, თენგიზ გველესიანი და აჩიკო ჭუმბურიძე ამ დრომდე პატიმრობაში რჩებიან.

მაღაროელების დაკავებას წინ უძღოდა მრავალდღიანი პროტესტი, შიმშილობა და მაღაროელთა მასშტაბური აქცია ქალაქ ჭიათურაში.

ბრალდების მიხედვით, ოთხი მაღაროელი თითქოს თავს დაესხა შუქრუთის მაღაროს დირექტორს ფიზიკურად გაუსწორდნენ მას.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
შსს - უკანონო ბრუნვიდან ამოღებული 37 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 700 კილოგრამამდე სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება განადგურდა
ივანიშვილის წარმომადგენელ პაპუაშვილს ჰქონია, რომ ცენზურა ქვეყანაში ევროკავშირის იმიჯის გამოსასწორებლად დააწესა
საქართველოს ბანკის ორგანიზებით, ბათუმში ბიზნესებისთვის EBRD-ის მხარდამჭერ პროგრამებზე შეხვედრა გაიმართა
ფილმი „მაიკლი“ ყველა დროის ყველაზე მაღალშემოსავლიან ბიოგრაფიულ ფილმად იქცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics