|
2016-03-31 20:22:29, 442 ნახვა
პოლიტიკა
დავით ბაქრაძე: დღეს ჩვენ "ქართული ოცნების" დასასრულის დასაწყისის ოფიციალური გაფორმება ვიხილეთ
დღეს ჩვენ "ქართული ოცნების" დასასრულის დასაწყისის ოფიციალური გაფორმება ვიხილეთ, - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ბაქრაძემ კოალიცა "ქართული ოცნების" დაშლის გადაწყვეტილების კომენტირებისას განაცხადა. როგორც დავით ბაქრაძემ აღნშნა, ის, რომ "რესპუბლიკური პარტია" ინარჩუნებს მინისტრების პორტფელებს და ამავე დროს მიდის ოპოზიციაში, უბრალოდ საზოგადოების თვალის ახვევაა. მისივე თქმით, უახლოეს მომავალში "რესპუბლიკურ პარტიას" სხვა პარტიები მიჰყვება. "მთელი ის საუბარი რაც მოვისმინეთ, რომ თითქოს პარტია ინარჩუნებს პოზიციებს და ამავე დროს მიდის ოპოზიციაში არის საზოგადოების თვალის ახვევა, წარმოუდგენელია, რომ ნახევარი პარტია იყოს ხელისუფლებაში და ნახევარი ოპოზიციაში. ეს ნიშნავს მხოლოდ ერთს, რომ ეს პროცესი გაგრძელდება რესპუბლიკელების მთლიან გასვლამდე კოალიციიდან და რესპუბლიკურ პარტიას მიჰყვება სხვა პარტიებიც. დღეს ჩვენ ვიხილეთ ქართული ოცნების დასასრულის დასაწყისის ოფიციალური გაფორმება და ეს სრულიად ბუნებრივია, ვინაიდან ოცნებას არ ჰქონდა არანაირი ღირებულება“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ. "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის თქმით, კოალიცია "ქართული ოცნება" აუცილებლად დაიშლება და ხელისუფლებას ჩამოშორდება, ეს კი 2016 წლის არჩევნებზე მოხდება. "ჩვენი ამოცანა იქნება მივიდეთ არჩევნებამდე მშვიდობიანად, ჩავატაროთ არჩევნები დემოკრატიულად და ქართველ ხალხთან ერთად ისტორიას ჩავაბაროთ ის პარტია, რომელმაც ქვეყანას გაჩერების და ფრუსტრაციის მეტი ვერაფერი მოუტანა", - განაცხადა ბაქრაძემ.
NYT: ტრამპი აპირებს, თურქეთისთვის ამერიკული F-35 გამანადგურებლების მიყიდვის ნებართვა მისცეს
პოლონეთმა განაცხადა, რომ 2022 წლიდან დღემდე უკრაინას 4.5 მილიარდი დოლარის ღირებულების იარაღი გადასცა
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ზელენსკიმ განაცხადა, რომ ომის შედეგს „ცა“ განსაზღვრავს და პუტინს მოსკოვში ათასი დრონის გაგზავნით დაემუქრა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)