14:41 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-03-28 20:02:51, 2304 ნახვა

პოლიტიკა
მამა ანდრია ჯაღმაიძემ ტაბულასთან განმარტება გააკეთა საპატრიარქო კანდიდატების ასაკსა და განათლებაზე

ტაბულამ მართვა-გამგეობის დებულების იმ მუხლების დასაზუსტებლად, რომელსაც დოკუმენტის მიხედვით საპატრიარქო კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს, კითხვებით მიმართა საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსს, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძეს. 

მამა ანდრიამ გვითხრა, რომ მას შეუძლია მხოლოდ პირადი მოსაზრება გაგვიზიაროს, რადგან ზოგიერთი საკითხი დაზუსტებას საჭიროებს.

კითხვა-პასუხს უცვლელად გთავაზობთ:

ტაბულა: დებულების ჩანაწერი - “არაუმეტეს 70 წლისა” ნიშნავს, რომ 70 წლის მღვდელმთავარი დადგება კანდიდატად, მაგრამ 71 წლის ვეღარ? თუ 70 წლისა და ერთი დღის უკვე ვეღარ იქნება კანდიდატი?

დეკანოზი ანდრია: მათემატიკა ამბობს, რომ თუნდაც 70 + 0,000001 უმეტეს 70-ია

ტაბულა: "საღვთისმეტყველო განათლებაში" იგულისხმება, უშუალოდ სემინარიის, აკადემიის ან რომელიმე უნივერსიტეტის თეოლოგიური ფაკულტეტის დიპლომი?

დეკანოზი ანდრია: განათლებას დიპლომი ადასტურებს 

ტაბულა: "ეროვნებით ქართველში" ეთნიკურად ქართველი იგულისხმება თუ საქართველოს მოქალაქე?

დეკანოზი ანდრია: ეროვნება (საქართველოს მოქალაქე)

მამა ანდრია ჯაღმაიძის ინტერპრეტაცია ერთ-ერთია იმ ვერსიებს შორის, რაზეც საბოლოო სიტყვა მხოლოდ წმიდა სინოდს ეკუთვნის. თუ სინოდი საკითხს იმგვარად გადაწყვეტს, როგორც ეს ზემოხსენებულ ინტერპრეტაციაშია მოცემული, საპატრიარქო კენჭისყრას გამოეთიშება ძლიერ კანდიდატად მოაზრებული ორი მღვდელმთავარი:

მიტროპოლიტი დანიელი: რადგან ის 70 წლისა და თვეებისაა. 
მიტროპოლიტი ისაია: რადგან ოფიციალური ბიოგრაფიის მიხედვით მას ფორმალური საღვთისმეტყველო განათლება არ აქვს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზელენსკის თქმით, უკრაინამ მოსკოვის რეგიონში მდებარე დუბნას კოსმოსური კომუნიკაციების ცენტრს მეორედ დაარტყეს
კახა კალაძე; პეტერ ფიშერი არის მაგალითი იმისა, თუ როგორი არ უნდა იყოს ელჩი
ნატა ფერაძე: ბერას გინებაზე 3 000 ლარით დამაჯარიმეს
ეკატერინე ივანიშვილი მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედის მიმართვას პასუხობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics