11:17 - 07 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-31 16:03:58, 466 ნახვა

პოლიტიკა
მაჭავარიანი: მთავრობის პოზიციაა, დათვი თუ მოგერევა ბაბაია დაუძახეო

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი  ლიდერის მიხეილ მაჭავარიანის შეფასებით, ხელისუფლების პოლიტიკა რუსეთთის საკითხთან მიმართებაში უნიათო და უუნაროა.

ასე გამოეხმაურა მაჭავარიანი „ექსპრესნიუსთან“ საუბარში ნატო-ში რუსეთის ელჩის ალექსანდრ გრუშკოს განცხადებას, რომლის თანახმადაც წარმოუდგენელია, რომ საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების იმედი ჰქონდეს.

მაჭავარიანის შეფასებით, ხელისუფლებას უუნაროს, რომ აღნიშნული საკითხები მოაგვაროს.

„ეს არის ყოველდღიური საფრთხე, რომელიც სამწუხაროდ, ფაქტია, რომ არსებობს. ჩვენი დღევანდელი ხელისუფლება არის აბსოლუტურად უნიათო და უუნარო, რომ ეს პრობლემები მოაგვაროს. ამიტომ ბედავს რუსეთი პირადაპირ და   აცხადებს ამის შესახებ. გაიხსენეთ რა რეაქცია მოჰყვა კარასინი განცხადებას? არაფერი აბსოლუტურად .

მათ თქვენს რომ არ აჰყვებიან პროვოკაციას და ამით დამთავრდა ყველაფერი. მას შემდეგ რაც მოხდა ჯარიაშენში საოკუპაციო გადმოწევა, თქვენ გაიგეთ, რომ პრემიერმა დაიწყო აქტიური მუშაობა  ჩვენს მეგობარ მთავრობებთან,  რომ ეს პროცესი აღკვეთოს და გააჩეროს. ჩვენი მთავრობის პოზიცია არის დათვი თუ მოგერევა ბაბაია დაუძახეო  და უძახიან ბაბაიას“, -განაცხადა მიხეილ მაჭავარიანმა.

ცნობისთვის, ნატო-ში რუსეთის მუდმივმა წარმომადგენელმა  ალექსანდრე გრუშენკომ ტელეკომპანია "როსია 24"-თვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ საქართველოსა და უკრაინის ნატო-ში გაწევრიანება "ევროპაში სიტუაციას ააფეთქებს და წარმოუდგენელი კრიზისის ზღვარზე დააყენებს".

"წარმოუდგენელია სიტუაცია, რომ ამ ქვეყნებს ნატო-ში გაწევრიანების იმედი ჰქონდეთ", - განაცხადა გრუშენკომ. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
NYT: ტრამპი აპირებს, თურქეთისთვის ამერიკული F-35 გამანადგურებლების მიყიდვის ნებართვა მისცეს
პოლონეთმა განაცხადა, რომ 2022 წლიდან დღემდე უკრაინას 4.5 მილიარდი დოლარის ღირებულების იარაღი გადასცა
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ზელენსკიმ განაცხადა, რომ ომის შედეგს „ცა“ განსაზღვრავს და პუტინს მოსკოვში ათასი დრონის გაგზავნით დაემუქრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics