23:27 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-03-21 21:34:38, 5787 ნახვა

საზოგადოება
რუმინეთის პატრიარქი - ილია მეორე იყო ღირსეული პიროვნება, რომელიც სიბრძნით მწყემსავდა საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას

ბუქარესტის მთავარეპისკოპოსი, მუნტენიისა და დობრუჯის მიტროპოლიტი, კაბადოკიის კესარიის ტახტის მოსაყდრისა და რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი, უნეტარესი დანიელი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის გარდაცვალების გამო მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდს სამძიმარს უცხადებს.

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური 17 მარტით დათარიღებულ სამძიმრის წერილს აქვეყნებს, რომელშიც ნათქვამია, რომ ილია მეორე იყო თანამედროვე მართლმადიდებლობაში ღირსეული პიროვნება და სარწმუნოების მტკიცე აღმსარებელი.

„თქვენო მაღალყოვლადუსამღვდელოესობანო, თქვენო ყოვლადუსამღვდელოესობანო, ღრმა მწუხარებით მივიღეთ ცნობა ჩვენი ქრისტესმიერი საყვარელი ძმის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ნეტარხსენებული ილია II-ის გარდაცვალების შესახებ. იგი იყო თანამედროვე მართლმადიდებლობაში ღირსეული პიროვნება და სარწმუნოების მტკიცე აღმსარებელი, რომელიც სიბრძნით მწყემსავდა საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას, როგორც განსაცდელების, ასევე მისი აღორძინების ჟამს.

რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის იერარქების, სამღვდელოებისა და მრევლის სახელით, სამძიმარს ვუცხადებთ წმინდა სინოდის წევრებსა და სრულიად საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას.

ამავდროულად, ვევედრებით ჩვენს უფალს, იესო ქრისტეს, რომელიც არის „აღდგომა და ცხოვრება“ (ინ. 11, 25), განსვენება მიანიჭოს პატრიარქ ილია II-ის სულს მისი საყვარელი წმინდანების სავანეში, „სადაც არა არს ჭირი, მწუხარება, არცა სულთქმა, არამედ ცხოვრება იგი დაუსრულებელი“. საუკუნოდ იყოს მისი ხსენება თაობიდან თაობამდე“, – ნათქვმია რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქის, დანიელის სამძიმრის წერილში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics