23:40 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-03-20 12:24:25, 1866 ნახვა

საზოგადოება
ბაირამობის ლოცვა ბათუმში, მუფთმა ქვეყანას პატრიარქის გარდაცვალების გამო, სამძიმარი გამოუცხადა

მუსლიმები დღეს, 20 მარტს, რამადან ბაირამს აღნიშნავენ.

გამოცემა "ბათუმელების" ცნობით, მორწმუნეები დილიდან ბათუმის ორივე მეჩეთში შეიკრიბნენ. მლოცველთა სიმრავლის გამო ბაირამის ლოცვაზე მისულთა ნაწილმა ღია ცის ქვეშ ილოცა.

დასავლეთ საქართველოს მუფთმა ადამ შანთაძემ ლოცვის შემდეგ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას და მართლმადიდებელ მრევლს კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალება მიუსამძიმრა.

„მინდა მივუსამძიმრო საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას, მართლმადიდებელ მრევლს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორეს გარდაცვალების გამო. მისი მრავალწლიანი მოღვაწეობა უმნიშვნელოვანესი იყო რელიგიათაშორისი ურთიერთობის პატივისცემის, მშვიდობის, საზოგადოებრივი ერთიანობის განმტკიცების საქმეში,“ – თქვა ადამ შანთაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

ბაირამის ლოცვა აღესრულა გენერალ ასლან აბაშიძის ქუჩაზე მდებარე ახალ მეჩეთშიც.

რამადან ბაირამს წინ უძღვის ერთთვიანი მძიმე მარხვა. მორწმუნეები ერთი თვის განმავლობაში მზის ამოსვლიდან მზის ჩასვლამდე საკვებს და წყალს არ იღებენ.

მძიმე მარხვის დასრულების დღეს მუსლიმები რამადან ბაირამს აღნიშნავენ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics