00:49 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-03-18 17:47:46, 1821 ნახვა

საზოგადოება
სამების საკათედრო ტაძრისკენ სამგლოვიარო მსვლელობა დაიწყო

სამების საკათედრო ტაძრისკენ სამგლოვიარო მსვლელობა დაიწყო.

სრულიად საქართველოს კათოლიკო-პატრიარქ ილია მეორეს სამგლოვიარო მსვლელობით საპატრიარქოდან სამების საკათედრო ტაძარში მიასვენებენ.

პროცესიას წინ მიუძღვებიან სტიქაროსნები, რომელთაც ხელში ჯვრები და დროშები უჭირავთ. ადგილზე არიან, ასევე, სხვადასხვა იერარქიის სასულიერო პირები, მონაზვნები და ჩოხოსნები.

სამების საკათედრო ტაძარში დღეიდან სამოქალაქო პანაშვიდები გაიმართება.

93 წლის ასაკში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე გარდაიცვალა.

საპატრიარქო კათედრა დაქვრივდა. დღეიდან, ახალი მწყემსთავრის არჩევამდე საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელ ავტოკეფალურ ეკლესიას მართავს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, მიტროპოლიტი შიო მუჯირი.

ის 17 მარტს, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, კუჭიდან მასიური სისხლდენით, კლინიკაში გადაიყვანეს. ილია მეორე რეანიმაციულ განყოფილებაში იყო მოთავსებული და მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.

ილია მეორე კათოლიკოს-პატრიარქად 1977 წელს აირჩიეს. ის საქართველოს 141-ე პატრიარქი იყო.


 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics