11:17 - 07 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-31 12:45:16, 780 ნახვა

პოლიტიკა
სოციალურ ქსელში პოლიტიკოსის პირადი ცხოვრების ამსახველი მორიგი კადრები გავრცელდა

ინტერნეტში პირადი ცხოვრების ამსახველი მორიგი კადრები გავრცელდა, რომელზე წვდომაც უკვე შეზღუდულია. ქართველი პოლიტიკოსის პირადი ცხოვრების ამსახველი ახალი კადრების შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში დღეს დილიდან ვრცელდება.

რამდენიმე ჟურნალისტს ქართველი პოლიტიკოსის ყალბი პროფილით Facebook-ში ვიდეოს ინტერნეტბმულები მიაწოდეს.

ჟურნალისტი მაკა რაზმაძე  აცხადებს, რომ ვიდეოს თან ახლდა ასევე ანონსი. რაზმაძე ასევე ამბობს, რომ ვიდეო მალევე დაიბლოკა.

„უკვე მესამეჯერ ჩემს პირად გვერდზე Facebook-ზე პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერი, ვიდეო აიტვირთა. ატვირთა იმ პოლიტიკოსის ექაუნთით შემოსულმა ადამიანმა, ვისი კადრებიც იყო ვიდეოში,“ - განაცხადა მაკა რაზმაძე.

ვიდეო ასევე ატვირთეს მსახიობ ბესო ზანგურის „ფეისბუქგვერდზეც“.

ჟურნალისტი ინგა გრიგოლია კი სოციალურ ქსელში ვიდეოდან ამოჭრილ  ფოტოს ავრცელებს, საიდანაც ჩანს, რომ მას კიდევ ერთხელ დაემუქრნენ. „ინგა გრიგოლია არავინ გთხოვს საქართველოდან წასვლას, ტელევიზიიდან წასვლას ვითხოვ!!!“, - წერია მუქარაში. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
NYT: ტრამპი აპირებს, თურქეთისთვის ამერიკული F-35 გამანადგურებლების მიყიდვის ნებართვა მისცეს
პოლონეთმა განაცხადა, რომ 2022 წლიდან დღემდე უკრაინას 4.5 მილიარდი დოლარის ღირებულების იარაღი გადასცა
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ზელენსკიმ განაცხადა, რომ ომის შედეგს „ცა“ განსაზღვრავს და პუტინს მოსკოვში ათასი დრონის გაგზავნით დაემუქრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics