11:16 - 07 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-31 12:27:54, 433 ნახვა

პოლიტიკა
ბაქრაძე: ჩვენი სამართალდამცველები თვეზე მეტია ამ კადრების გამავრცელებლის მიგნებას ცდილობენ

„ჩვენი სამართალდამცველები უკვე თვეზე მეტია, ძალიან ინტენსიური თანამშრომლობით ცდილობენ მიაკვლიონ ამ კადრების გამავრცელებელს, მაგრამ მოგეხსენებათ, რომ ინტერნეტ სივრცეს არ აქვს საზღვრები“, - ამის შესახებ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში სახელმწიფო მინისტრმა დავით ბაქრაძემ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მინისტრის თქმით, ქართულმა საზოაგადოებამ ძალიან სწორი ინდიფერენტულობის პოზიცია გამოავლინა. მისივე განმარტებით, საერთაშორისო პარტნიორებთან მჭიდრო მუშაობა მიმდინარეობს.

„მსგავსი ამაზრზენი დანაშაულებრივი ფაქტების მიმართ ინდიფერენტულობის გამოვლინება არის ერთადერთი და ყველაზე სწორი ხერხი იმისთვის, რომ შევაჩეროთ მსგავსი დანაშაულებრივი ქმედებები, რომელსაც სამწუხაროდ საზღვარი არ აქვს. ჩვენი სამართალდამცველები უკვე თვეზე მეტია, ძალიან ინტენსიური თანამშრომლობით ცდილობენ მიაკვლიონ გამავრცელებელს, მაგრამ მოგეხსენებათ, რომ ინტერნეტ სივრცეს, არ აქვს საზღვრები. ამ თვალსაზრისით მუშაობა გრძელდება. საზოგადოებამ აჩვენა, რომ ჩვენ შეგვიძლია გავერთიანდეთ, ამ დანაშაულის წინააღმდეგ, რათა დამნაშავემ სასურველ შედეგს არ მიაღწიოს. ამ საკითხის დასადგენად ყველა ჩვენს საერთაშორისო პარტნიორთან მჭიდრო მუშაობა მიმდინარეობს“, - განაცხადა მინისტრმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
NYT: ტრამპი აპირებს, თურქეთისთვის ამერიკული F-35 გამანადგურებლების მიყიდვის ნებართვა მისცეს
პოლონეთმა განაცხადა, რომ 2022 წლიდან დღემდე უკრაინას 4.5 მილიარდი დოლარის ღირებულების იარაღი გადასცა
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ზელენსკიმ განაცხადა, რომ ომის შედეგს „ცა“ განსაზღვრავს და პუტინს მოსკოვში ათასი დრონის გაგზავნით დაემუქრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics