11:16 - 07 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-31 11:55:40, 391 ნახვა

პოლიტიკა
ზაქარეიშვილი: „რესპუბლიკური პარტიის“ კოალიციიდან გასვლაზე საუბარი არ ყოფილა

„კომიტეტზე საერთოდ არ ყოფილა საუბარი რესპუბლიკური პარტიის კოალიციიდან გასვლაზე. საერთოდ არ ყოფილა ლაპარაკი თანამდებობების დატოვებაზე“, - ეს განცხადება შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა პაატა ზაქარეიუშვილმა მთავრობის სხდომის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

მთავრობის „რესპუბლიკელი“ მინისტრი ამბობს, რომ არჩევნებამდე კოალიცია ერთად იქნება.

„მეც ვესწრებოდი პარტიის ეროვნული კომიტეტის სხდომას, რომელიც ჩატარდა შაბათს და კვირას. კომიტეტმა დავალება მისცა პარტიის ხელმძღვანელობას, რათა მათ მოემზადებინათ შესაბამისი განცხადება, იმ კომიტეტის მუშაობიდან გამომდინარე. ამიტომ დღეს 12 საათზე იქნება ამ განცხადების განცხადება და შესაბამისად პოზიციების გაჟღერება. კომიტეტზე საერთოდ არ ყოფილა საუბარი რესპუბლიკური პარტიის კოალიციიდან გასვლაზე. საერთოდ არ ყოფილა ლაპარაკი თანამდებობების დატოვებაზე. „რესპუბლიკური პარტია“ პასუხისმგებლობით ეკიდება თავის დადებულ პირობებს და ჩვენ არჩევნებამდე ცალსახად და მკაფიოდ მივდივართ ერთად“, - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილი. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
NYT: ტრამპი აპირებს, თურქეთისთვის ამერიკული F-35 გამანადგურებლების მიყიდვის ნებართვა მისცეს
პოლონეთმა განაცხადა, რომ 2022 წლიდან დღემდე უკრაინას 4.5 მილიარდი დოლარის ღირებულების იარაღი გადასცა
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ზელენსკიმ განაცხადა, რომ ომის შედეგს „ცა“ განსაზღვრავს და პუტინს მოსკოვში ათასი დრონის გაგზავნით დაემუქრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics