10:06 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-18 17:32:12, 794 ნახვა

პოლიტიკა
ნუკრი ქანთარიას აინტერესებს, წარადგინა თუ არა სააკაშვილმა ჯანმრთელობის ცნობა, როდესაც უკრაინაში სამსახურში დაინიშა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრ ნუკრი ქანთარიას აინტერესებს უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს რა რეაქცია ექნებოდა, ვიქტორ იანუკოვიჩი რომელიმე მეგობარ ქვეყანას  მაღალ თანამდებობაზე რომ  დაენიშნა.

ამის შესახებ ქანთარიამ პარლამენტში განაცხადა.

მას ქართული მხარის  მიერ ძებნილი პირების უკრაინაში მაღალ თანამდებობეზე დანიშვნის საკითხზე, უკრაინის ხელისუფლების მიმართ სხვა კითხვებიც აქვს:

"თუ არსებობს პრეცედენტი,  როდესაც მეგობარი პარტნიორი ქვეყნის მიერ ძებნილი,  დანაშაულში ეჭვიმატნილი პიროვნება ინიშნებოდეს მეგობარი ქვეყნის- უკრაინის ხელისუფლებაში. პრეზიდენტის მრჩეველი როდესაც უკვე უკრაინის დროშის ფონზე ღიად ლანძღავს მეგობარი ქვეყნის ვგულისხმობ საქართველოს ხელისუფლებას,  ეს უნდა ჩაითვალოს თუ არა საერთოდ უკრაინის ხელისუფლების პოზიციად. როგორი რეაქცია ექნებოდა თავად უკრაინის მაღალ ხელისუფალს, რომ რომელიმე მეგობარ ქვეყანას მაღალ თანამდებობაზე ვიქტორ იანუკოვიჩი დაენიშნა.თვლიან თუ არა უკრაინის მაღალი ხელისუფლების პირები,  რომ უკრაინის სახელისუფლებო წრეები იქცა "ნაცმოძრაობის" თავშესაფრად. წარადგინა თუ არა სააკაშვილმა ჯანმრთელობის ცნობა, როდესაც სამსახურში დაინიშნა",-განაცხადა ნუკრი ქანთარიამ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსკოვს კვლავ დრონებმა დაარტყეს, დაიბომბა ნოვოროსიისკის პორტიც
ვიტკოფი ირანთან მოლაპარაკებებისთვის კატარში გაფრინდა
შეერთებული შტატები 40 წლის შემდეგ პირველად შექმნის ახალ ბირთვულ ქობინს
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics