01:59 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-03-03 15:14:34, 1330 ნახვა

პოლიტიკა
საერთაშორისო აკადემიურმა საზოგადოებამ ილიაუნის მხარდასაჭერად პეტიცია შექმნა

საერთაშორისო აკადემიურმა საზოგადოებამ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მხარდასაჭერად პეტიცია შექმნა. ისინი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს სოლიდარობას უცხადებენ.

პეტიციას ხელს აწერენ საერთაშორისო აკადემიური საზოგადოების მკვლევრები, სტუდენტები, კურსდამთავრებულები, უნივერსიტეტების ადმინისტრაციული და აკადემიური პერსონალი, უნივერსიტეტების ხელმძღვანელები, კვლევითი ცენტრები და ინსტიტუტები, ასევე უმაღლესი საგანმანათლებლო პარტნიორი ორგანიზაციები - ისინი სოლიდარობას უცხადებენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტსა და საქართველოს აკადემიურ საზოგადოებას.

პეტიცია ეხმიანება უმაღლესი განათლების სფეროში მიღებულ საკანონმდებლო ცვლილებებს, რომლებიც საფრთხეს უქმნის აკადემიურ თავისუფლებას, ინსტიტუციურ ავტონომიას და საერთაშორისო თანამშრომლობას.

პეტიცია მოუწოდებს საერთაშორისო აკადემიურ საზოგადოებას, დაიცვან უნივერსიტეტის ფუნდამენტური ღირებულებები, დააკვირდნენ საქართველოში მიმდინარე პროცესებს შესაბამისი საერთაშორისო მექანიზმების მეშვეობით და გამოხატონ მხარდაჭერა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მიმართ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics