03:10 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-03-02 13:57:48, 2254 ნახვა

პოლიტიკა
ივანიშვილის წარმომადგენელი მათიკაშვილი ოპოზიციაზე - მათ თუ რაიმე აერთიანებს, საკუთარი ქვეყნის სიძულვილია

რადიკალებს ურთიერთობა ჰქონდათ არა საკუთარ ხალხთან, არამედ მხარდაჭერის მოპოვებას ქვეყნის გარედან ცდილობდნენ. ვიცით, რა შედეგით დასრულდა ეს არჩევნებზე, – ამის შესახებ ივანიშვილის პარტიის წარმომადგენელმა დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

მათიკაშვილს ოპოზიციის გაერთიანების საკითხზე დაუსვეს კითხვა.

„ასეთ ე.წ. პოლიტიკურ დაჯგუფებას თუ შეიძლება რაიმე აერთიანებდეს, ეს საკუთარი ქვეყნის სიძულვილია. შესაბამისად, მათ არანაირი პერსპექტივა არ ექნებათ. პოლიტიკურ ცხოვრებაში ამოსავალი წერტილი ხალხის მხარდაჭერაა – არა ქვეყნის ფარგლებს გარეთ არსებული ძალების და უცხო ქვეყნის თანამდებობის პირების, არამედ საკუთარი ქვეყნის, მოსახლეობის. გაიხსენეთ, ვისთან ჰქონდათ რადიკალებს ურთიერთობა, არა საკუთარ ხალხთან, არამედ მხარდაჭერის მოპოვებას ქვეყნის გარედან ცდილობდნენ. ვიცით, რა შედეგით დასრულდა ეს არჩევნებზე. ნულს ქვემოთ დაშვებული რეიტინგი აქვთ“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics