|
2016-03-30 13:58:53, 703 ნახვა
ეკონომიკა
პრემიერი „ბლაუენშტაინ საქართველოს" საქმიანობის ანგარიშის პრეზენტაციას დაესწრო
18 მილიონი ლარის ოდენობის ინვესტიცია, რამდენიმე საწარმო რაჭაში და 60-მდე დასაქმებული ადამიანი, - ეს კომპანია „ბლაუენშტაინ საქართველოს" საქმიანობის ანგარიშია, რომლის პრეზენტაციას დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დაესწრო. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, „ბლაუენშტაინ საქართველოს" სათავო ფერმა რაჭის რეგიონში, სოფელ შარდომეთში მდებარეობს. მესაქონლეობის დარგში ერთ-ერთი მოწინავე კომპანია, შვეიცარიელ პარტნიორებთან თანამშრომლობით, აწარმოებს ნატურალურ და ხარისხიან პროდუქციას ევროპული სტანდარტების დაცვით. პრემიერმა კომპანიის დამფუძნებლებს, მაქს ბლაუენშტაინსა და ირაკლი კერვალიშვილს წარმატებული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მთავრობის მოტივაციაა, პროექტი კიდევ უფრო განვითარდეს. „ვფიქრობ, ამ პროექტის პოტენციალი ასმაგია. ის საპილოტო მოდელი, რომელიც დაინერგა საქართველოში, ყველაზე თავსებადია ქართული სასოფლო-სამეურნეო წარმოების კულტურასთან და პროექტში ჩართული თითოეული ადამიანის მოტივაციასთან. როდესაც ჩვენ პირველად შევხვდით 2013 წელს და თქვენ ეს პროექტი წარმოადგინეთ, მივხვდით, რომ ეს არის მოდელი, რომელიც წვრილ მეწარმეს უნარჩუნებს მესაკუთრის ამბიციას და ამავე დროს იძლევა საშუალებას, დაინერგოს საუკეთესო ევროპული ტექნოლოგიები საქართველოში", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. გიორგი კვირიკაშვილის თქმით, პროექტი ასევე ქმნის დაფინანსების საშუალებას და მასშტაბის ეკონომიას, რაც კომპანიის მიერ წარმოებული პროდუქციის კონკურენტუნარიანობას უზრუნველყოფს. პრემიერმა აღნიშნა, რომ ეს არის მოდელი, რომელიც შეიძლება, საქართველოს ყველა რეგიონზე გავრცელდეს და კომპანიის დამფუძნებლებს ამ მიმართულებით მთავრობის მაქსიმალური მხარდაჭერის პირობა მისცა. „მთავრობის პროგრამები, ოთხპუნქტიანი რეფორმების გეგმა ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანია ის, რასაც თქვენ აკეთებთ და ამისთვის, მინდა, უბრალოდ მადლობა გადაგიხადოთ", - მიმართა პრემიერ-მინისტრმა „ბლაუენშტაინ საქართველოს" დამფუძნებლებს. „ბლაუენშტაინ საქართველო" უახლოესი 2-3 წლის მანძილზე დამატებით 20 ფერმის შექმნას, ახალი მაღაზიების გახსნას და მერძეული ფერმების განვითარებას გეგმავს.
სტამბოლში სტენდაფ კომიკოსი ერდოღანზე ხუმრობის გამო დააკავეს
რუსეთის ბენზინგასამართ სადგურებზე რიგები ახლა კოსმოსიდანაც ჩანს
ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაბომბვებმა ნავთობისა და გაზის ბიუჯეტის შემოსავლები ტრილიონი რუბლით შეამცირა
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „საპრეზიდენტო“ არჩევნების ე.წ. ვადამდელი თარიღად 18 სექტემბერი დადგინდა
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)