06:02 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-02-24 11:32:35, 824 ნახვა

პოლიტიკა
პოლონეთის საგარეო უწყებამ საქართველოს შესახებ ამერიკელი სენატორების შეკითხვებს უპასუხა

რადიო თავისუფლების მიერ პოლონეთის სენატიდან მიღებული ინფორმაციის თანახმად, სენატორებმა, ადამ ბოდნარმა და გჟეგოჟ სხეტინამ (სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე), საქართველოს შესახებ შეკითხვებით მიმართეს პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრ რადოსლავ შიკორსკის.

ისინი დაინტერესდნენ პოლონეთის დიპლომატიური ჩართულობით საქართველოს საკითხებში, კერძოდ - რა ნაბიჯებს დგამს პოლონეთის მთავრობა საქართველოს ხელისუფლებაზე პოლიტიკური ზეწოლისთვის, რომ მან შეწყვიტოს რეპრესიები დემონსტრანტების წინააღმდეგ და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ჩაატაროს თავისუფალი არჩევნები. სენატორებს აგრეთვე აინტერესებდათ, აპირებს თუ არა პოლონეთის მთავრობა ოფიციალურად მოითხოვოს მზია ამაღლობელის გათავისუფლება.

ახლახან სენატორებმა მიიღეს პასუხი პოლონეთის საგარეო უწყებიდან, რომელსაც ხელს აწერს სახელმწიფო მდივანი ტეოფილ ბარტოშზევსკი, რომელიც მათ არწმუნებს, რომ საკითხი საგარეო საქმეთა სამინისტროს ინტერესის სფეროში რჩება და უწყება მოქმედებს როგორც ინდივიდუალურად, აგრეთვე ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან თანამშრომლობით.

პოლონეთის სახელმწიფო მინისტრმა სენატორებისთვის მიწერილ პასუხში ყურადღება გაამახვილა შემდეგ ინიციატივებზე:

გასული წლის დასაწყისში პოლონეთმა შეაჩერა ადგილობრივი ხელისუფლებისთვის შეთავაზებული განვითარების პროექტები.

საგარეო საქმეთა მინისტრმა რადოსლავ შიკორსკიმ “ვაიმარის სამკუთხედისა” (საფრანგეთი, გერმანია, პოლონეთი) და „მსურველთა კოალიციის“ სხვა ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებთან ერთად მიიღო არაერთი განცხადება საქართველოში არსებულ პოლიტიკურ ვითარებაზე: ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების პროცესის შეჩერებისა და ოპოზიციის ლიდერების დაპატიმრების, აგრეთვე მოქალაქეებისა და დამოუკიდებელი მედიის მიმართ მზარდი რეპრესიის ჩათვლით.

პოლონეთმა, საფრანგეთმა და გერმანიამ სავიზო აკრძალვა დაუწესეს საქართველოს უსაფრთხოების ძალების შერჩეულ წარმომადგენლებს. დამატებით, პოლონეთის მთავრობამ მხარი დაუჭირა ევროკავშირის დონეზე მიღებულ გადაწყვეტილებებს, რომელთა შორისაა საქართველოსთვის ფინანსური მხარდაჭერის შეჩერება და საქართველოს დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო მიმოსვლის აკრძალვა.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics