08:23 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-02-17 19:51:40, 798 ნახვა

პოლიტიკა
დავითაშვილი: განვიხილეთ საქართველოს გაზმომარაგება, დეტალური ინფორმაცია მივეცით

ქართული ოცნების ყოფილი ვიცე-პრემიერი და ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი სუს-ში გამოკითხვაზე იმყოფებოდა. 

გამოკითხვის დასრულების შემდეგ მან ჟურნალისტებთან თქვა, რომ განიხილეს საქართველოს გაზმომარაგების საკითხი.

მისივე თქმით, ამ საკითხზე სუს-ს "ძალიან დეტალური და ამომწურავი ინფორმაცია" მიაწოდეს.

"ჩვენ განვიხილეთ საქართველოს გაზის მომარაგების საკითხი. ალბათ, იცით, რომ რამდენიმე წელიწადია საქართველო ძალიან აქტიურ როლს ასრულებს ევროპის გაზით მომარაგების საკითხში, კერძოდ, ჩვენ მნიშვნელოვანი წვლილი შეგვაქვს ევროპული ენერგეტიკული უსაფრთხოების საკითხში, ამაში ჩვენ ვთანამშრომლობთ აზერბაიჯანთან ერთად. ვფიქრობ, ძალიან დეტალურად და ამომწურავი ინფორმაცია მივეცით, შესაბამისად, ამას რა თქმა უნდა, დასჭირდა დრო. ძალიან ლოგიკური კითხვები იყო. იყო კითხვები, რამდენად ჩვენი აქტიური ამ კუთხით მონაწილეობა შეიძლება ჩვენ მომარაგების კუთხით ქმნიდეს გარკვეულ რისკებს ან არ ქმნიდეს. აქედან გამომდინარე, ჩვენთვის ძალიან ლოგიკური იყო, ყველა ეს საკითხი აქტიურად განგვეხილა.

ასევე ჩვენ განვიხილეთ ის, მომავალში როგორ მოხდეს საქართველოში სტაბილურად გაზმომარაგება - ჩვენ გვაქვს ხელშეკრულებები, რომლებსაც გარკვეული ვადები აქვს, ანუ, გარკვეული ხელშეკრულებები გრძელვადიანად გარანტირებული გვაქვს, გარკვეული ხელშეკრულებების გაგრძელებაა და გადახედვა საჭირო. ეს საკითხებიც განვიხილეთ", - თქვა ლევან დავითაშვილმა.

სუს-ში გამოკითხვაზე ლევან დავითაშვილთან ერთად გაზისა და ნავთობის კორპორაციის ყოფილი მაღალჩინოსნები იმყოფებოდნენ.

სუს-მა განმარტა, რომ ისინი გამოიკითხნენ - "სუს-ის ანტიკორუფციულ სააგენტოში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ერთ-ერთ მსხვილ ნავთობკომპანიასთან გაფორმებულ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით".





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინამ Rheinmetall-ისგან 155 მმ-იანი საარტილერიო ჭურვები შეუკვეთა
უკრაინამ და შვედეთმა 16 Gripen E გამანადგურებლის შესყიდვის შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი
ღალიბაფი: თუ აშშ უარს იტყვის დიალოგის გზით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე, ჩვენ ომისთვის მზად ვართ
დონალდ ტრამპის შესახებ ახალი წიგნი, გამოსვლიდან პირველივე კვირაში ბესტსელერი გახდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics