08:41 - 07 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-29 16:06:01, 652 ნახვა

საზოგადოება
თურქეთის საბაჟოზე საქართველოდან გამსვლელ სატვირთო მანქანებს უახლოესი საათების განმავლობაში ვერ გაატარებენ

თურქეთის საბაჟო სამსახური საქართველოდან გამსვლელ სატვირთო მანქანებს უახლოესი საათების განმავლობაში ვერ გაატარებს.

როგორც შემოსავლების სამსახურის განცხადებაშია აღნიშნული, თურქეთის საბაჟო სამსახური სატვირთო მანქანების მიღებას დაბალი გამტარუნარიანობის გამო აჩერებს.

„თურქეთის რესპუბლიკის საბაჟო სამსახური, საბაჟო გამშვებ პუნქტში „სარფი სინირ ქაფისი“ ( SARP SINIR KAPISI), დაბალი გამტარუნარიანობის გამო, საქართველოდან გამსვლელი, დატვირთული სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალებების მიღებას დროებით აჩერებს.

თურქმა მებაჟეებმა დატვირთული სატვირთო მანქანების მიღება დღეს 12 სთ-სა და 30 წუთზე შეწყვიტეს.  წინასწარი ინფორმაციით, შეზღუდვა უახლოესი 5 საათის განმავლობაში იმოქმედებს“, - ნათქვამია შემოსავლების სამსახურის განცხადებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის სკანდალი: როგორ გააუქმა ტრამპმა წითელი ბარათი
Financial Times: აშშ უკრაინას რუსეთის ნავთობობიექტებზე თავდასხმებში ეხმარება
გერმანიის სამხედრო ხარჯები ცივი ომის შემდეგ უნახავ დონეს მიაღწევს
„როსატომმა“ კურსკის ატომურ ელექტროსადგურზე დრონებით თავდასხმის შესახებ განაცხადა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics