|
2026-02-02 14:30:37, 726 ნახვა
პოლიტიკა
კომისარი მაიკლ ო’ფლაერტი გრანტების კანონზე: მივმართავ პარლამენტს, არ მიიღოს ეს ცვლილება
ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარი მაიკლ ო'ფლაერტი ქართული ოცნების პარლამენტის მიერ გრანტების შესახებ კანონის გამკაცრებას განცხადებით ეხმაურება. ის შეშფოთებას გამოთქვამს ცვლილებებზე და აცხადებს, რომ მათი მიღების შემთხვევაში, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს მნიშვნელოვანი შეზღუდვები დაუწესდებათ და მათ ლეგიტიმურ საქმიანობას საფრთხე შეექმნება. "შეშფოთებული ვარ შვიდ სხვადასხვა კანონში ინიცირებული ცვლილებების გამო, რომლებიც მიღების შემთხვევაში მნიშვნელოვან შეზღუდვებს სამოქალაქო საზოგადოებრივ ორგანიზაციებს. ეს შეთავაზებები არ შეესაბამება საქართველოს მიერ საერთაშორისო კანონით ნაკისრ ვალდებულებას, დაიცვას ასოცირების თავისუფლება. მივმართავ პარლამენტს, არ მიიღოს ეს ცვლილებები და მოვუწოდებ ხელისუფლებას, დაადასტუროს მხარდაჭერა სამოქალაქო სივრცისა და ფუნდამენტური თავისუფლებების დაცვის მიმართ", - ამბობს კომისარი. ამასთან, კომისარი აღნიშნავს, რომ ცვლილებები შეუსაბამოა ადამიანის უფლებათა სტანდარტებთან და მიუთითებს, რომ ეს აგრძელებს შემზღუდავი კანონების სერიას, რომელიც 2024 წლიდან იქნა მიღებული და რომლებმაც სერიოზულად დააზიანა სამოქალაქო საზოგადოება საქართველოში. "ეს სერიოზულ კითხვებს აჩენს მათი შესაბამისობის შესახებ კანონიერების, ლეგიტიმურობის, აუცილებლობისა და პროპორციულობის კრიტერიუმებთან, ასევე, არადისკრიმინაციის პრინციპთან, რომელიც ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მუხლებშია ასახული", - აცხადებს კომისარი. ის მოუწოდებს ქართული ოცნების ხელისუფლებას, პატივი სცეს ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციას და სხვა ადამიანის უფლებათა ინსტრუმენტებით ნაკისრ ვალდებულებებს. "მათ უნდა უზრუნველყონ გაერთიანების თავისუფლების უფლება და შეწყვიტონ ადამიანის უფლებათა დამცველებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების წინააღმდეგ მიმართული ყველა ფორმის შევიწროება და დაშინება", - აცხადებს მაიკლ ო'ფლაერტი. *** ქართული ოცნების რეჟიმი გრანტების კანონს ამკაცრებს. ეს ქართული ოცნების უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ გახდა ცნობილი. ქართული ოცნების უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ ბრიფინგზე ჩამოთვალა ცვლილებები, რომელიც კანონში შეაქვთ. ის ამტკიცებს, რომ ცვლილებები შეაქვთ "ქვეყნისა და ქართველი ხალხის წინაშე არსებული პასუხისმგებლობის გათვალისწინებით, რათა მომავალში ვერავინ გამონახოს ალტერნატიული გზა საქართველოში ქვეყნის საზღვრებს გარედან არეულობისა და ძალადობის დასაფინანსებლად". ამასთან, რეჟიმი გრანტების კანონის დარღვევისთვის სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას აწესებს - საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომას ვადით 300-დან 500 საათამდე ან 6-წლამდე პატიმრობას.
პროკურატურამ ფორმულას მიმართ აღძრულ საქმეზე გამოკითხვაზე ჟურნალისტი ნატუკა ლომაძე დაიბარა
მინდია შერვაშიძე ციხიდან გამოსვლისთანავე 500 ლარით დააჯარიმეს
კობახიძე: მიუხედავად წარმოქმნილი გამოწვევებისა, კვლავაც გვწამს, რომ დადგა დრო, გადავტვირთოთ აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობა
შსს მალანიაზე: ჰქონდა ინფორმაცია ავალიანზე თავდასხმაზე და პოლიციას არ შეატყობინა
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზალუჟნიმ ზელენსკის პრეზიდენტობის კანდიდატად კენჭისყრის განზრახვის შესახებ აცნობა
უკრაინამ Rheinmetall-ისგან 155 მმ-იანი საარტილერიო ჭურვები შეუკვეთა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)