|
2016-03-29 12:42:43, 716 ნახვა
სამართალი
„როგორც ჩანს, დეპუტატი სპეცკავშირმშენის დირექტორს ლობირებდა“ - ე.წ. კაბელების საქმეზე ირაკლი სესიაშვილი იკითხება
თბილისის საქალაქო სასამართლოში პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი სესიაშვილს დაკითხვა მიმდინარეობს. დეპუტატი სასამართლოს ჩვენებას ე.წ. კაბელების საქმეზე აძლევს. "თავდაცვის მინისტრს გავაცანი ერთ-ერთი კომპანიის წარმომადგენელი, რომელიც უწყებას სთავაზობდა ქვეყნის მასშტაბით კაბელებით დაქსელვას და თავდაცვის სამინისტროსთვის რამდენიმე წვერის უფასოდ მიწოდებას. ჩემი ინტერესი იყო, რომ ქვეყნისთვის კარგი საქმე გაკეთებულიყო და ამაში სახელმწიფოს თანხა არ გადაეხადა. ამ შემთხვევაში ჩემი როლი იყო მხოლოდ მათი გაცნობა, ჩემს კომპეტენციაში არ შედის პირის სანდოობის და საიმედოობის დადგენა. ეს არის უშუალოდ სახელმწიფო უწყებების ანუ სამინისტროს კომპეტენცია. შესაბამისად, თუ პირთან მიმართებაში გარკვეული ეჭვი არსებობდა, სამინიტროს თავად უნდა მიემართა კონტრდაზვერვისთვის და დაედგინა მისი სანდოობა და საიმედოობა," - განმარტა ირაკლი სესიაშვილმა დაკითხვამდე ჟურნალისტებთან საუბრისას. პროკურორის განმარტებით სესიაშვილი დაკითხულია გამოძიების პროცესში. დეპუტატი იყო უშუალო მონაწილე იმ შეხვედრის, რომელიც შედგა თავდაცვის ყოფილ მინისტრს ირაკლი ალასანიას და სპეცკავშირმშენის დირექტორს ავთანდილ ჭოლოკავას შორის. პროკურორ ნინო აღლემაშვილის განმარტებით, სწორედ ამ შეხვედრაზე შესთავაზა ჭოლოკავამ უფასოდ ღერები, ანუ ქონება, რომელშიც სამინისტრომ შემდგომში მილიონობით ლარი გადაიხადა. საქალაქო სასამართლოში „თავისუფალი დემოკრატების“ წარმომადგენლებიც. მათი თქმით, საკმაოდ ბევრი კითხვები არსებობს. ზურაბ აბაშიძის შეფასებით, როგორც ჩანს, დეპუტატი ირაკლი სესიაშვილი სპეცკავშირმშენის დირექტორს ავთანდილ ჭოლოკავას ლობირებდა. „ბატონი ირაკლი, როგორც ჩანს ლობირებდა ამ პიროვნებას და მიაჩნდა, რომ ის საკმაოდ გამოცდილი და კვალიფიციური კადრია ამ თვალსაზრისით. შემდეგ გაირკვა, რომ ის კაგებეს ემსახურებოდა. მემგონი გორბაჩოვის აგარაკიც აქვს დაქსელილი,“- აღნიშნა ზურაბ აბაშიძემ.
GITA-ს ორგანიზებით და ბაზისბანკის მხარდაჭერით ზუგდიდის ტექნოპარკში აგრო-ჰაკათონი AgriHack 2026 გაიმართა
თურქეთი ერთიან ევროგადახდების სივრცეში გაწევრიანებას გეგმავს
1000 დღე ომის დაწყებიდან - თელ-ავივში მრავალათასიანი აქცია გაიმართა
საქართველოს ბანკის YouTube პროექტი „Creator ჩემპიონატი” გრძელდება - არ გამოგრჩეთ მეორე ეპიზოდი
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)