10:06 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-18 13:47:01, 666 ნახვა

პოლიტიკა
დავით ნარმანია: გეგი ნიჟარაძემ თანამდებობა არ უნდა დატოვოს

„ჩემი პირადი პოზიცაა, რომ გეგი ნიჟარაძემ თანამდებობა არ უნდა დატოვოს. მას ბევრი საქმე აქვს გასაკეთებელი“, – ამის შესახებ ჟურნალისტებს დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამ განუცხადა.
მისივე შეფასებით, ზედამხედველობის საქალაქო სამსახურს ისეთი ძლიერი პერსონა სჭირდება, როგორიც გეგი ნიჟარაძეა.
ზედამხედველობის სამსახურის პასუხისმგებლობის საკითხი კი, ნარმანიას თქმით, გამოძიებამ უნდა დაადგინოს.
 „რაც შეეხება კონკრეტულად ამ სამსახურის ხელმძღვანელის პასუხისმგებლობის საკითხს, ჩემი პირადი პოზიცია არის ის, რომ მან თანამდებობა არ უნდა დატოვოს, რადგან ძალიან ბევრი საქმე აქვს გასაკეთებელი. ზედამხედველობის სამსახურს ისეთივე ხელმძღვანელი სჭირდება, ისეთივე ძლიერი პერსონა, როგორიც გეგი ნიჟარაძეა“, – აღნიშნა  ნარმანიამ.
შეგახსენებთ, მიმდინარე წლის 11 თებერვალს თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი ჯოკია ბოდოკია დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს.  გამოძიების ინფორმაციით,  ჯოკია ბოდოკიამ ერთ-ერთი კერძო კომპანიის წარმომადგენელს სასტუმროს მშენებლობის ნებართვის გაცემაში დახმარებისა და მშენებლობის პროცესში მფარველობის გაწევის სანაცვლოდ ქრთამის სახით მოსთხოვა სასტუმროს მშენებლობის ღირებულების 10 % – 180 000 აშშ დოლარი, საიდანაც წინასწარ ქრთამის სახით აიღო მოთხოვნილი თანხის ნაწილი – 50 000 აშშ დოლარი. გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახით 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს).





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსკოვს კვლავ დრონებმა დაარტყეს, დაიბომბა ნოვოროსიისკის პორტიც
ვიტკოფი ირანთან მოლაპარაკებებისთვის კატარში გაფრინდა
შეერთებული შტატები 40 წლის შემდეგ პირველად შექმნის ახალ ბირთვულ ქობინს
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics