07:40 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-12-19 13:15:53, 31001 ნახვა

ევროპის ამბები
პაპუაშვილი: პოლიტიკური უმწიფრობა არის ბრიუსელში, EU-მ ჩათვალა, რომ უნდა იკაცოს

პოლიტიკური უმწიფრობა არის ბრიუსელში, EU-მ ჩათვალა, რომ უნდა იკაცოს - თქვა ივანიშვილის წარმომადგენელმა, შალვა პაპუაშვილმა.

ზოგადად, ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ესტონიზაცია გულისხმობს იმასაც, რომ ინსტრუმენტად არის გამოყენებული ევროინტეგრაციის და უვიზო მიმოსვლის პროცესი. ანუ არის არა პროცედურების საკითხი, ხალხების დაახლოების საკითხი, არამედ გამოყენებულია ძალიან ცივსისხლიანად, როგორც პოლიტიკური იარაღი სხვა ქვეყნების მიმართ. ასე რომ რაიმეს გამორიცხვა რთულია. მითუმეტეს, რომ გვესმის საუბრები, რომ სურვილია, გარკვეული შეზღუდვები იყოს. მათ შორის, გამოყონ ცალკეული ჯგუფი ადამიანების, რომლებსაც მიგვაწებებენ იარლიყს და ასე სეგრეგაცია ჩაატარონ, ასე ვთქვათ. საუბარია, რომ თანამდებობის პირებს თუ მოხელეებს ჰქონდეს ვიზის აღების ვალდებულება და სხვას არ ჰქონდეს. ამას სამართლებრივად ჰქვია სეგრეგაცია, როცა სახელმწიფოში ჯგუფებად ჰყოფ ხალხს, ავტობუსში უკან დასვამ, რომელიღაც რესტორანში არ შეუშვებ, შენ ქვეყანაში ერთ ჯგუფს შეუშვებ მეორეს არა - ამას ჰქვია სეგრეგაცია. ესეც გამოვლილი აქვს ევროპას 100 წლის წინ, ასე რომ თუ უნდა ამ გზას დაადგეს, რაღაც ლოგიკური ამაში შეიძლება იყოს, ვხედვთ რა ტენდენციებს, რომ ყოველგვარი სასამართლოს გარეშე საერთაშორისო დამნაშავეების იარლიყებს აწებებენ ადამიანებს, სასანქციო პოლიტიკას ვგულისხმობ. ეს არის სწორედ, როცა ვამბობთ, რომ ბრიუსელს ევროკავშირი მიჰყვავს პოლიტიკური უფსკრულისკენ.

[...] პოლიტიკური უმწიფრობა არის ბრიუსელში. [...] ევროკავშირმა, როგორც მეურვისგან მიტოვებულმა არასრულწლოვანმა, რატომღაც ჩათვალა, რომ უნდა იკაცოს და თავად გახდეს მსოფლიო პოლიციელი. მაგრამ არ ჰყოფნის არც კვალიფიკაცია ამის, საბედნიეროდ, და დიდ ზიანს ვერ აყენებს ქართველ ხალხს, რომელმაც ყველაფერი უკვე ძალიან კარგად გაიგო.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროკავშირის დელეგაცია ნატოს სამიტამდე ანკარას ეწვევა
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics