23:23 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-12-12 20:14:21, 9027 ნახვა

მსოფლიო
ერდოღანმა პუტინს განუცხადა, რომ უკრაინაში საჭიროა სულ მცირე ნაწილობრივი ცეცხლის შეწყვეტა

თურქმენეთში რუსეთის ლიდერ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრისას, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ხაზი გაუსვა უკრაინაში ომის კონტექსტში ენერგეტიკულ ობიექტებსა და პორტებზე თავდასხმების შეჩერების აუცილებლობას.

ამის შესახებ თურქული სააგენტო „ანადოლუ“ იტყობინება.

ერდოღანი პუტინს თურქმენეთის დედაქალაქში გამართული მშვიდობისა და ნდობის საერთაშორისო ფორუმის ფარგლებში შეხვდა. თურქეთის პრეზიდენტის კომუნიკაციების ოფისის ცნობით, მოლაპარაკებები რუსეთ-უკრაინის ომში მშვიდობის მიღწევის მცდელობებს შეეხო.

ერდოღანმა კიდევ ერთხელ გამოხატა თურქეთის მხარდაჭერა სამშვიდობო ძალისხმევის მიმართ. გარდა ამისა, დეტალურად განიხილეს ყველა საკითხი, მათ შორის ევროკავშირის მიერ რუსული აქტივების გაყინვა.

ერდოღანმა აღნიშნა, რომ ომის სამართლიანი და მდგრადი მშვიდობით დასრულებისკენ მიმართული ძალისხმევა დიდი ფასეულობაა და გამოთქვა რწმენა, რომ ორივე მხარისთვის პრაქტიკული სარგებლის მომტან სფეროებში პროგრესის მიღწევის შესაძლებლობა არსებობს.

ერდოღანმა ასევე აღნიშნა, რომ შეზღუდული ცეცხლის შეწყვეტა, რომელიც ძირითადად ენერგეტიკულ ობიექტებსა და პორტებს ეხება, შეიძლება სასარგებლო იყოს.

ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთი ყურადღებით აკვირდება ომის დასრულებისკენ მიმართულ მოლაპარაკებების პროცესს და ამ კონტექსტში შეუძლია მიიღოს მოლაპარაკებები ყველა ფორმატში.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უკრაინისა და რუსეთის საელჩოების წარმომადგენლები დაიბარა, რათა შეშფოთება გამოეხატა შავ ზღვაში რუსული „ჩრდილოვანი ფლოტის“ გემებზე თავდასხმების სერიის გამო.

პრეზიდენტმა ერდოღანმა ამ თავდასხმებს „საგანგაშო ესკალაცია“ უწოდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
კობახიძემ ივანიშვილის დაფუძნებულ ე.წ ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქს ბიუჯეტიდან 106 530 ლარი გამოუყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics