13:16 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-12-09 16:47:40, 7418 ნახვა

საზოგადოება
თიბისი Banking Tech Awards 2025-ის პრესტიჟული ჯილდოს მფლობელია

ლონდონში გამართულ Banking Tech Awards-ის რიგით 26-ე დაჯილდოებაზე, თიბისი უმნიშვნელოვანესი ჯილდოს მფლობელი გახდა, კატეგორიაში - სამომხმარებლო სესხების მიმართულებით ტექნოლოგიების საუკეთესო გამოყენება.

საუკეთესოდ გამოყენებული ტექნოლოგიები, არაუზრუნველყოფილი სესხების გაცემის მომენტალური პროცესი - ნებისმიერ დროსა და ადგილზე, ნებისმიერი შემოსავლის საფუძველზე, დოკუმენტაციის წარდგენის გარეშე - ყველა ამ კომპონენტში თიბისი საუკეთესოდ აღიარეს ისეთ ბრენდებთან ერთად, როგორებიც არიან J.P. Morgan. DBS Bank, Deutche Bank, HSBC და სხვები.  

ეს ჯილდო თიბისი ტექისა და FCL გუნდების უდიდესი ძალისხმევის შედეგია.  გამარტივდა და დაჩქარდა სესხის მიღების მთელი ციფრული პროცესი. ციფრული არხების ოპტიმიზაციამ, მთელი პროცესი მაქსიმალურად კომფორტული გახადა.

თიბისის მომხმარებლებისთვის, რეკორდულად სწრაფად, სამომხმარებლო სესხის 70% გაიცემა 5 წუთზე ნაკლებ დროში.

ხელოვნური ინტელექტის მოდელის დახმარებით, ბანკმა შესაძლებლობა მისცა თვითდასაქმებულებს, რომ აიღონ სესხი

სესხის მოცულობის 80% გაიცემა ციფრული არხებით. ამასთან, გაჩნდა წინასწარ დამტკიცებული შეთავაზებები, რაც თანხის მიღებას ამარტივებს. 

დაინერგა კომუნიკაციის ავტომატიზირებული სისტემები, რაც ზრდის ოპერაციულ ეფექტურობას და აუმჯობესებს მომხმარებელთან უკუკავშირს.

თიბისისთვის ეს აღიარება განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, რადგან Banking Tech Awards ფინანსურ ტექნოლოგიებში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული საერთაშორისო პლატფორმაა.

ეს გამარჯვება ნიშნავს, რომ თიბისი ქმნის პროდუქტს, რომელიც არამხოლოდ პასუხობს თანამედროვე მოთხოვნებს, არამედ თავადვე ქმნის სტანდარტებს, საბანკო ტექნოლოგიების მომავალს და ადამიანებს უმარტივებს ცხოვრებას.

მთავარია გჯეროდეს და ყველაფერი გამოვა!





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
ნინო ნადირაძე ხოშტარიას ვივა-მედში გადაყვანაზე: კიდე კაი, შაბათ-კვირა შემარგეს
პაპუაშვილი: გეოპოლიტიკური თამაშები აღრმავებს უფსკრულს ელიტებსა და ხალხს შორის
მონაკოში მომხდარი აფეთქების შედეგად უკრაინელი ოლიგარქი და მისი ცოლი მძიმედ დაშავდნენ
SJC: ევროპულმა სასამართლომ FARA-სა და გრანტების კანონთან დაკავშირებით საჩივრის არსებითი განხილვა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics