12:05 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-11-26 12:13:40, 983 ნახვა

პოლიტიკა
BLOOMBERG: უიტკოფი უშაკოვს რჩევებს აძლევდა, თუ როგორ უნდა ესაუბრა პუტინს ტრამპთან

დონალდ ტრამპის სპეციალურმა წამომადგენელმა, სტივ უიტკოფმა, გასულ თვეში კრემლის მაღალჩინოსან იური უშაკოვს უთხრა, რომ უკრაინაში მშვიდობის მისაღწევად რუსეთს უნდა გადაეცეს დონეცკი და, შესაძლოა, მოეწყოს დამატებითი ტერიტორიული გაცვლა, - ამის შესახებ Bloomberg-ი მათი სატელეფონო საუბრის ჩანაწერზე დაყრდნობით წერს.

14 ოქტომბრის ხუთწუთიან ზარში უშაკოვი პუტინის უმაღლესი საგარეო პოლიტიკის მრჩევლის სტატუსით მონაწილეობდა.

„მე და შენ ვიცით, რა იქნება საჭირო მშვიდობის მისაღწევად: დონეცკი და, შესაძლოა, სადმე მიწის გაცვლა. მაგრამ მოდი, ასეთ ფრაზებს თავი ავარიდოთ და უფრო იმედიანად ვილაპარაკოთ, რადგან ვფიქრობ, შეთანხმებამდე მივალთ“,  – ამბობს უიტკოფი ჩანაწერის მიხედვით. 

საუბრის დროს ტრამპის წარმოამდგენელი ტაქტიკურ რჩევებსაც იძლეოდა - როგორ და როდის უნდა აეწია პუტინს „საერთო ჩარჩოს“ შემუშავების თემა ტრამპთან.

უშაკოვმა უიტკოფს ჰკითხა, იქნებოდა თუ არა "სასარგებლო" პუტინისთვის, ტრამპთან დაერეკა.

უიტკოფმა უპასუხა, რომ დიახ, და ასევე ურჩია პუტინს, მიელოცა ტრამპისთვის, ღაზას საკითხზე ცოტა ხნით ადრე მიღწეული სამშვიდობო შეთანხმება და ეთქვა, რომ რუსეთმა მხარი დაუჭირა ამას.

უშაკოვის თქმით, პუტინი ტრამპს მიულოცავდა და განაცხადებდა: „ბატონი ტრამპი ნამდვილი მშვიდობის კაცია“.

დონალდ ტრამპი Bloomberg-ის მიერ მოპოვებულ სატელეფონო ჩანაწერს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ "ეს მოლაპარაკებების ძალიან სტანდარტული ფორმაა".





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინის წარმომადგენელი კირიენკო აფხაზეთში ჩავიდა, მან აფხაზი სეპარატისტების მემორიალი შეამკო
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
კუსტარული ნარკოლაბორატორია აღმოვაჩინეთ, ამოღებულია 7 კგ-მდე ნარკოტიკი - შსს [VIDEO]
უკრაინამ ნიჟნი ნოვგოროდის ოლქში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაბომბა, რომელიც მოსკოვს საწვავით ამარაგებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics