|
2016-03-25 12:41:12, 497 ნახვა
პოლიტიკა
აგულაშვილი ასწლოვანი ხის გადატანაზე: ამ საკითხის გადაწყვეტა ჩემი უწყების კომპეტენციაში არ შედიოდა
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრ გიგლა აგულაშვილის განცხადებით, ციხისძირიდან ასწლოვანი ხის გურიაში გადარგვის საკითხის გადაწყვეტა მისი უწყების კომპეტენციაში არ შედიოდა. როგორც აგულაშვილმა თემის კომენტირებისას ჟურნალისტებს განუცხადა, ასწლოვანი ხის გადატანასთან დაკავშირებულ პროცესებს, როგორც ჩვეულებრივი მოქალაქე, ისე აკვირდებოდა. „ადრეც მითქვამს და მინდა, გავიმეორო, რომ ეს საკითხი არც დასაწყისში, არ მისი განხორციელების პროცესში, არ უკავშირდებოდა ჩვენი სამინისტროს კომპეტენციას. ჩვენი სამინისტროს, კერძოდ, გნებავთ დაცული ტერიტორიების სააგენტოს, გნებავთ ეროვნულ სატყეო სააგენტოს, ან ჩვენს გამგებლობაში არსებული ნებისმიერი ქვეუწყების კომპეტენციაში არ შედიოდა ამ საკითხის გადაწყვეტა. შესაბამისად, მე ისეთივე დამკვირვებელი ვიყავი ამ პროცესების, როგორც თქვენ. როგორც ნებისმიერი მოქალაქე, მე დავინტერესდი, შესაძლებელი იყო თუ არა ზოგადად თეორიულად პრაქრტიკულად, მსგავსი ტიპის გადაადგილება მცენარის და შესაბამისი ინფორმაცია მივაწოდე მოსახლეობას“, - განაცხადა გიგლა აგულაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)