|
2016-03-25 12:21:54, 475 ნახვა
პოლიტიკა
აგულაშვილი: მთავარია, სახელმწიფომ ფარული როგორც გადაღების, ასევე მასალის გავრცელების პრაქტიკა აღმოფხვრას
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის გიგლა აგულაშვილის განცხადებით, მთავარია, სახელმწიფომ ფარული როგორც გადაღების, ასევე მასალის გავრცელების პრაქტიკის აღმოფხვრა მოახერხოს. „რათა ეს უმსგავსი და უკანონო საქციელი არ გახდეს მავანთა ხელში ინსტრუმენტი პოლიტკური, ეკონომიკური, თუ სხვა ტიპის ბრძოლისა და შანტაჟისა“, - განუცხადა აგულაშვილმა თემის კომენტირებისას ჟურნალისტებს. მისივე თქმით, ნაჩქარევია საუბარი იმის თაობაზე, რომ პროკურატურა პირადი ცხოვრების შემცველი ფარული ვიდეოკადრების გავრცელების საქმის გამოძიებას ვერ ახერხებს: „ვერ ახერხებს პროკურატურა გამოძიებას, მემგონი დასკვნა ნაჩქარევია, იმიტომ, რომ არსებობს გარკვეული გონივრული ვადა იმისათვის, რომ მივიღოთ, ან არ მივიღოთ ამ ტიპის გადაწყვეტილება და ასეთი დასკვნა გავაკეთოთ. ყოველ შემთხვევაში, ვფიქრობ, არსებობს შესაძლო აუცილებლობა იმისა, რომ მივიღოთ დამატებითი კონსულტაციები ჩვენი პარტნიორების მრიდან და რამდენადაც ვიცით, ეს პროცესი ასე მიდის კიდეც“, - განაცხადა გიგლა აგულაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)