|
2025-11-04 20:13:39, 579 ნახვა
პოლიტიკა
კალასი: ამ ეტაპზე საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალი გზა არ აქვს
ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასის თქმით, საქართველო ერთადერთია ევროკავშირის წევრობის კანდიდატებს შორის, რომელსაც აქვს მნიშვნელოვანი რეგრესი ევროკავშირის წევრობის გზაზე. კალასის შეფასებით, "ამ ეტაპზე საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალი გზა არ აქვს, თუ თუ გარემოებები მკვეთრად არ შეიცვლება". ამასთან, კალასის თქმით, საქართველო წევრობის კანდიდატებს შორის მხოლოდ ნომინალურად არის დარჩენილი. "საქართველო ახლა მხოლოდ სახელით არის კანდიდატი ქვეყანა". - აღნიშნა კალასმა. გარდა ამისა, კალასის თქმით, გაფართოების ანგარიშში შედეგები ძირითადად დადებითია ალბანეთისთვის, მოლდოვასთვის, მონტენეგროსა და უკრაინისთვის. არაერთგვაროვანია სერბეთისთვის, ჩრდილოეთ მაკედონიისთვის, კოსოვოსთვის, ბოსნია-ჰერცეგოვინასა და თურქეთისთვის. საქართველოსთვის კი პერსპექტივები "უარყოფითია".
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
კიევში რუსეთის მასშტაბური საჰაერო დარტყმის შედეგად მრავალსართულიანი შენობები ჩამოინგრა, ათი ადამიანი დაიღუპა და 50-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)