22:00 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-10-31 11:27:08, 629 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძის თქმით, "ქვეყნის განვითარების 10-წლიან სტრატეგიაზე" მუშაობას იწყებენ

ქართული ოცნების პრემიერი ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ "ქვეყნის განვითარების 10-წლიან სტრატეგიაზე" მუშაობას იწყებენ.

"2026-2035 წლების ჩათვლით გვინდა, რომ მოვამზადოთ დოკუმენტი, რომელსაც დაეფუძნება ქვეყნის განვითარება ყველა მიმართულებით", - ამბობს რეჟიმის პრემიერი.

ის ამბობს, რომ ეს უნდა იყოს ლაკონური დოკუმენტი, სადაც გაწერილი იქნება ძალიან კონკრეტული მიზნები და ამოცანები, მათი განხორციელებისა და შესრულების ვადები.

"მეტი დეტალი საზოგადოებისთვის ცნობილი მოგვიანებით გახდება. ვფიქრობ, უახლოეს მომავალში შესაძლებელი გახდება ამ დოკუმენტზე მუშაობის დასრულებაც და ის გამოქვეყნდება. ჩვენ გვექნება ძალიან კონკრეტული გზამკვლევი, რომლის მიხედვითაც უზრუნველვყოფთ მომდევნო წლების განმავლობაში ჩვენი ქვეყნის თანმიმდევრულ და სტაბილურ განვითარებას. აქედანვე დასაწყებია ამ დოკუმენტზე მუშაობა, რათა ჩვენ მივიღოთ ხარისხიანი გზამკვლევი ჩვენი სამომავლო საქმიანობისთვის", - ამბობს ის. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
თბილისში ყაჩაღობა მოხდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics