|
2025-10-29 16:47:10, 798 ნახვა
პოლიტიკა
სოხაძე: მუნიციპალური განვითარების ფონდში 214 მიმდინარე პროექტიდან 161 იყო პრობლემური
მუნიციპალური განვითარების ფონდის საქმიანობის შესწავლის შედეგად გამოვლინდა, რომ მიმდინარე პროექტები 75%-მდე პრობლემურია, - ამის შესახებ პარლამენტში, ინტერპელაციის წესით მოსმენისას ინფრასტრუქტურის მინისტრმა, რევაზ სოხაძემ განცხადა. სოხაძის განმარტებით, პრობლემებში იგულისხმება როგორც შესრულების დაბალი ტემპი, ასევე შეჩერებული ან ვადაგადაცილებული პროექტები. "მუნიციპალური განვითარების ფონდში შესწავლის შედეგად, სამწუხაროდ, გამოიკვეთა მთელი რიგი პრობლემები. პროექტების დაგეგმვისა და ზედამხედველობის სუსტი სისტემა, რაც მრავალი დაგვიანებული, ან სრულად შეჩერებული პროექტის მიზეზად იქცა. კერძოდ, მაგალითად, 214 მიმდინარე პროექტიდან 161 პრობლემური იყო, რომელთა ჯამური ღირებულება 1 მლრდ ლარს აღემატებოდა. პრობლემებში ვგულისხმობ როგორც შესრულების დაბალ ტემპს, ასევე შეჩერებულ და ვადაგადაცილებულ პროექტებს, ხარისხის პრობლემას და ა.შ. რიგ შემთხვევაში მშენებლობის დაბალი ხარისხი მოითხოვს უკვე შესრულებული სამუშაოების გადამოწმებას და ხელახლა შეფასებას. თუ ჩვენს მიერ მიმდინარე პროექტების მონიტორინგის შედეგად, ხარისხთან დაკავშირებით კითხვები გაჩნდა, ჩვენ ვალდებულნი ვართ, რომ აღნიშნული საკითხი დამატებით შევისწავლოთ და მხოლოდ საექსპერტო დასკვნის შემდეგ გაგრძელდეს აღნიშნული სამუშაოები", – განაცხადა სოხაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
კიევში რუსეთის მასშტაბური საჰაერო დარტყმის შედეგად მრავალსართულიანი შენობები ჩამოინგრა, ათი ადამიანი დაიღუპა და 50-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)