09:15 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-10-27 13:59:09, 1089 ნახვა

ეკონომიკა
გალტ & თაგარტმა ჩინეთში მდგრად ფინანსებზე ADB-ის კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო

23–24 ოქტომბერს, პეკინში, აზიის განვითარების ბანკმა (ADB) ინოვაციური და მდგრადი ფინანსების თემაზე კონფერენცია გამართა, რომელსაც აზიის,  წყნარი ოკეანის და კავკასიის რეგიონების წამყვანი ფინანსური ინსტიტუტების წარმომადგენლები და სფეროს ექსპერტები ესწრებოდნენ.

ღონისძიებაში მონაწილეობას იღებდა წამყვანი საინვესტიციო კომპანიის, გალტ & თაგარტის გენერალური დირექტორის მოადგილე, ქეთევან თოიძე, რომელმაც პანელურ დისკუსიაზე მწვანე დაფინანსების სფეროში კერძო სექტორისა და ფინანსური ინსტიტუტების როლი მიმოიხილა.

პანელურ დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს ფინანსური ინსტიტუტების წარმომადგენლებმა სხვადასხვა ქვეყნიდან — საქართველოდან, ინდონეზიიდან, აზერბაიჯანიდან, მონღოლეთიდან, ტაილანდიდან, ფილიპინებიდან და ვიეტნამიდან. მათ ინდუსტრიის მთავარი გამოწვევებზე ისაუბრეს, რაც ინვესტორთა მოლოდინებს, რისკების აღქმის მართვას, მონაცემების ხარისხს და ბაზარზე წვდომას უკავშირდება.

“მოხარული ვართ, რომ გვქონდა პატივი, მონაწილეობა მიგვეღო აზიის განვითარების ბანკის მიერ ორგანიზებულ ორდღიან კონფერენციაში, სადაც მდგრად დაფინანსებასთან და კლიმატის ეროვნულ მიზნებთან დაკავშირებული სტრატეგიები მიმოვიხილეთ. საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება და პარტნიორობა ისეთ ორგანიზაციასთან, როგორიცაა ADB, შესაძლებლობას გვაძლევს, ბაზარზე საუკეთესო პრაქტიკები დავამკვიდროთ  და ხელი შევუწყოთ ქვეყნის მდგრადი ეკონომიკის განვითარებას”, - განაცხადა ქეთევან თოიძემ.

ორდღიანი ღონისძიების მიზანი იყო ქვეყნებს შორის გამოცდილების გაზიარება, რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერება და მდგრადი ფინანსების განვითარების ხელშეწყობა მწვანე ეკონომიკის, ESG სტანდარტების, მწვანე ობლიგაციების ბაზრისა და კერძო კაპიტალის მობილიზების გზით.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics