02:17 - 03 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-10-18 18:25:56, 1034 ნახვა

პოლიტიკა
ჯო უილსონი: MEGOBARI აქტი საბოლოოდ აუცილებლად დამტკიცდება

რესპუბლიკელი კონგრესმენი ჯო უილსონი აცხადებს, რომ შეფერხება, რომელსაც MEGOBARI აქტი სენატის ზედა პალატაში წააწყდა მხოლოდ საკანონმდებლო პროცესია და ამას აუცილებლად გადალახავენ.

ჯო უილსონმა „ფორმულას“ გადაცემა „გეოპოლიტიკაში“ ისაუბრა.

„მე ძალიან ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, როგორც უკვე გითხარით, სწორედ ქართველმა ხალხი გახდა შთაგონება ამერიკელებისათვის, მეგობარმა აქტმა 90%-იანი მხარდაჭერა მიიღო წარმომადგენელთა პალატაში, ხოლო 95%-იანი მხარდაჭერა სენატში, მაგრამ ზედა პალატაში შეფერხება უბრალოდ საკანონმდებლო პროცესია და ჩვენ ამას გადავლახავთ.

დღეს აშშ-ში გვაქვს მთავრობის საქმიანობის დროებითი შეჩერება – იგივე shutdown. ეს ერთგვარი ჩიხია რესპუბლიკელებსა და დემოკრატებს შორის. ეს აფერხებს კონგრესის ფუნქციონირებას, უკვე 3 კვირაა ვერ შევიკრიბეთ.

სენატში ბიუჯეტის დამტკიცებას 60 ხმა სჭირდება, რესპუბლიკელებმა მოიპოვეს 55 ხმა, მაგრამ ვიდრე 60 ხმა არ გვექნება, აშშ-ის მთავრობის მუშაობა და სხვა კანონპროექტები შეჩერდება. ამ ყველაფერს არავითარი კავშირი არ აქვს მეგობარ აქტთან, ეს შიდა პოლიტიკურ უთანხმოებებს ეხება, რაც დემოკრატიის პრინციპებითაა გამოწვეული. ყველას ხმა უნდა იყოს გათვალისწინებული, ამ გადაწვყვეტილებას კი 60 ხმა სჭირდება. ასე რომ, „მეგობარი აქტი“, საბოლოოდ აუცილებლად დამტკიცდება, რადგან ის შთაგონებულია საქართველოს ხალხის მიერ“ — თქვა ამერიკელმა კონგრესმენმა ჯო უილსონმა „ფორმულას“ გადაცემა „გეოპოლიტიკაში“





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოჯთაბა ხამენეი მამის დაკრძალვას, სავარაუდოდ, ვერ დაესწრება
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics