09:56 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-10-15 16:16:29, 1063 ნახვა

სამართალი
კურტანიძე კვლავ პატიმრობაში დატოვეს – ის ძალადობის ნაწილში თავს დამნაშავედ მიიჩნევს

ქართული ოცნების ყოფილი დეპუტატი ელდარ (ლუკა) კურტანიძე ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო სახელაშვილმა პატიმრობა დატოვა. 

კურტანიძის საქმეზე დღეს წინასასამართლო სხდომა გაიმართა, გადაისინჯა შეფარდებული აღკვეთის ღონისძიებაც. 

მედია ბათუმელების ცნობით, დღევანდელ პროცესზე კურტანიძემ ყოფილ ცოლზე ძალადობა დაადასტურა. მათივე ცნობით, ქართული ოცნების ყოფილი დეპუტატი სსკ-ის 126-ე მუხლის ნაწილში თავს დამნაშავედ მიიჩნევს. 

ბრალდების მხარის განცხადებით, ახალი გარემოებები არ გამოკვეთილა და კურტანიძისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით, კვლავ პატიმრობის შეფარდება მოითხოვა, დაცვის მხარე 50 000-ლარიან გირაოს შუამდგომლობდა. სახელაშვილმა ბრალდებით შუამდგომლობა დააკმაყოილა.

15 ოქტომბერს ასევე ცნობილი გახდა, რომ ელდარ (ლუკა) კურტანიძეს ახალი ბრალი წარუდგინეს - ბინის ან სხვა მფლობელობის ხელშეუხებლობის დარღვევა.

კურტანიძეს სახელმწიფო ბრალდება 4 მუხლს ედავება - ძალადობა, ნივთის დაზიანება, შემაკავებელი ორდერის დარღვევა და საკუთრების მფლობელობის დარღვევა. მას ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 5 წლამდე პატიმრობა ემუქრება. 

ელდარ კურტანიძემ ყოფილ მეუღლეს, ხათუნა მიქაცაძეს, 25 ივლისს სცემა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ვიტკოფი ირანთან მოლაპარაკებებისთვის კატარში გაფრინდა
შეერთებული შტატები 40 წლის შემდეგ პირველად შექმნის ახალ ბირთვულ ქობინს
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics