|
2025-09-23 13:58:33, 884 ნახვა
პოლიტიკა
კახა კალაძე ოპოზიციაზე - ცდილობენ, არეულობა მოაწყონ, ხალხი ერთმანეთს დააპირისპირონ, ეცადონ სახელმწიფო გადატრიალებას
თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, გაშიფრული სქემაა, რომ ქვეყანაში, წლების განმავლობაში, უცხოური ძალების მხრიდან აგენტურული ქსელის შესაქმნელად ძალიან დიდი თანხები იხარჯებოდა. ამის შესახებ მან პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის მიერ გამოქვეყნებულ იმ განცხადების შეფასებისას აღნიშნა, რომლის თანახმადაც, პოლიტიკური ციკლი აჩვენებს, რომ საქართველოს შიდა საქმეებში უცხოური ინტერესები ქართული ოპოზიციის საშუალებით ტარდება. „მარიონეტები არიან. ძალიან მარტივად აქვთ დალაგებული თემა - ქვეყანაში, წლების განმავლობაში, იხარჯებდა თანხები იმისთვის, რომ შეექმნათ აგენტურული ქსელი. რისთვის სჭირდებოდათ ეს ქსელი? იმისთვის, რომ ქვეყანა აკონტროლონ, თავად იყვნენ ამ ქვეყნის ბატონ-პატრონი. არა ქართველი ხალხი, არამედ თვითონ - გლობალური ომის პარტიის რამდენიმე წარმომადგენელი. წარმოგიდგენიათ? ეს არის მათი დამოკიდებულება. იმ აგენტურის საშუალებით, რომლის შესაქმნელადაც ძალიან დიდი თანხები დახარჯეს, ცდილობენ, არეულობა მოაწყონ, ხალხი ერთმანეთს დააპირისპირონ, ეცადონ სახელმწიფო გადატრიალების მოწყობას და ა.შ. გაშიფრული და ძალიან მარტივი სქემაა“, - განაცხადა კახა კალაძემ. მისივე შეფასებით, უსიამოვნოა ის განცხადებები, რაც ბოლო პერიოდის განმავლობაში, გლობალური ომის პარტიის წარმომადგენლების მხრიდან საქართველოსთან დაკავშირებით ისმის. „არ ვიცი, რამდენად გამოსწორდებიან. უკვე ვნახეთ, რომ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა პირველი დაპირება რაც გასცა, „დიფ სთეითის“ დამარცხება იყო, მეორე დაპირება კი ომის დასრულება. ჯერ არც ერთი დამთავრებულა და არც მეორე არ დაუმარცხებია. პროცესი მიდის, რაშიც ძალიან ვგულშემატკივრობთ პრეზიდენტ ტრამპს. რა თქმა უნდა, თუ ეს მართლა ასე მოხდება, ჩვენს ქვეყანაზეც აისახება. ჩვენ, პირველ რიგში, ჩვენი სამშობლო, საქართველო გვადარდებს, რადგან ის არასწორი დამოკიდებულება, რაც აქვთ გლობალური ომის პარტიის წარმომადგენლებს გარედან - მათი ყველა განცხადება მხოლოდ და მხოლოდ ტყუილით, სიცრუით, ცილისწამებითაა შემოფარგლული, არასასიამოვნოა. გვინდა, რომ ეს ყველაფერი შეიცვალოს და სამართლიანი დამოკიდებულება იყოს ჩვენს ქვეყანასთან მიმართებაში“, - აღნიშნა თბილისის მერმა.
გიგა ავალიანის საქმეზე შს მინისტრის ყოფილი მოადგილის შვილს ბრალდება წარედგინა
Big Tech. Global Legends. One Future - თიბისის მხარდაჭერით თბილისში Change Inspire 2026 გაიმართა
მოლდოვის პრემიერმინისტრი თანამდებობიდან გადადგა
გაორმაგების დღე City Mall-ში - 5 ივლისს PLUS ქულებით გადახდისას 50%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებთ
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)