13:23 - 03 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-09-22 13:50:13, 949 ნახვა

პოლიტიკა
პაპუაშვილი ჯობავას საქმეზე - პაპუაშვილი: იარაღს თუ წაართმევ, ძალადობა არ არის

ერთპარტიული პარლამენტის თავმჯდომარემ  შალვა პაპუაშვილმა მორაგბე, აქტივისტ ლევან ჯობავას შესახებ საუბრისას თქვა, რომ იარაღის წართმევა ძალადობა არ არის, ხოლო გამოძიება "თვითონ ფაქტთან დაკავშირებით მიდის და არავის წინააღმდეგ".

"იარაღს თუ წაართმევ, ეს ძალადობა არ არის, შესაბამისად, მის [ლევან ჯობავა] წინააღმდეგაც არაფერი იქნება. თვითონ ფაქტთან დაკავშირებით მიდის გამოძიება და არავის წინააღმდეგ... ყველამ ითანამშრომლოს გამოძიებასთან, აუხსნან სიტუაცია რა იყო და ამით გაირკვევა სიმართლე.

თუ ვინმე ვინმეს იარაღს უმიზნებდა და გამოართვა კარგია და უთხრან ეს ყველაფერი გამოძიებას. იარაღი არ იყო ცეცხლსასროლი, იყო პნევმატური და ამ მხრივ არ ექცევა სისხლის სამართლის დანაშაულის კვალიფიკაციაში, რაც შეეხება ჩხუბს, ამას ჰქვია ძალადობა და ძალადობას იძიებს [პროკურატურა]. ორივე მხარემ ითანამშრომლოს გამოძიებასთან და გაირკვევა ვინ რა გააკეთა". - თქვა ივანიშვილის წარმომადგენელმა, შალვა პაპუაშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გიგა ავალიანის საქმეზე შს მინისტრის ყოფილი მოადგილის შვილს ბრალდება წარედგინა
Big Tech. Global Legends. One Future - თიბისის მხარდაჭერით თბილისში Change Inspire 2026 გაიმართა
მოლდოვის პრემიერმინისტრი თანამდებობიდან გადადგა
გაორმაგების დღე City Mall-ში - 5 ივლისს PLUS ქულებით გადახდისას 50%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics