|
2016-03-23 09:29:26, 386 ნახვა
პოლიტიკა
დავით უსუფაშვილი: ჩვენი ვალია ტერორიზმის წინააღმდეგ ერთიანობა და ძალისხმევის სრული მობილიზება
“ტერორიზმს არ აქვს საზღვრები, ჩვენი ვალია ამ საშინელი საფრთხის წინააღმდეგ ერთიანობა და ძალისხმევის სრული მობილიზება”, - ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი ბრიუსელში მომხდარ ტერორისტულ აქტებს. დავით უსუფაშვილმა ქართველი ხალხის სახელით ტერაქტის შედეგად დაღუპულების ოჯახებს მიუსამძიმრა. „შეძრწუნებული ვარ საზარელი ტერორისტული აქტებით, ევროპის დედაქალაქში - ბრიუსელში. საქართველოს პარლამენტისა და ქართველი ხალხის სახელით, ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახების წევრებს, თანაგრძნობას გამოვხატავ ბელგიის ფედერალურ პარლამენტში ჩვენი კოლეგებისა და მთელი ბელგიელი ხალხის მიმართ! დღევანდელი მოვლენები კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ ტერორიზმს არ აქვს საზღვრები, ჩვენი ვალია ამ საშინელი საფრთხის წინააღმდეგ ერთიანობა და ძალისხმევის სრული მობილიზება“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)