|
2025-09-02 18:49:32, 731 ნახვა
პოლიტიკა
ზურაბიშვილი - თავისუფლების ხმებზე მათი პასუხი კიდევ უფრო მეტი რეპრესიაა
თავისუფლების ხმებზე მათი პასუხი კიდევ უფრო მეტი რეპრესიაა , - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს. „რუსული“ რეჟიმი გონებას კარგავს და ისტერიული დაკავებების ახალ ეტაპს იწყებს. 16 აქტივისტი, უმეტესობა ქალები, რომლებიც სინდისის პატიმრების წინააღმდეგ გამოტანილ დღევანდელ განაჩენებს აპროტესტებდნენ, ქუჩიდან წაიყვანეს. თავისუფლების ხმებზე მათი პასუხი კიდევ უფრო მეტი რეპრესიაა“, - წერს სალომე ზურაბიშვილი. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, 20-მდე გაიზარდა რუსთაველზე დაკავებული იმ დემონსტრანტების რაოდენობა, რომლებიც სადავო ლეგიტიმაციის მქონე პარლამენტის საგამოძიებო კომისიის დასკვნას აპროტესტებდნენ. პარტია "დროას" თანახმად, დაკავებულია 22 ადამიანი, ადგილზე მყოფი აქტივისტების ცნობით კი დაკავებულთა რაოდენობა უკვე 24-ია. დაკავებულებს შორისაა ანა ჩრდილელი, თბილისის საკრებულოს დეპუტატობის კანდიდატად "ქართული ოცნების" სიით წარდგენილი ოთარ ჩრდილელის შვილი. ჩრდილელი საქართველოს პარლამენტის ორი მოწვევის (2012 და 2016 წლების) დეპუტატია.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)