13:14 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-08-28 13:28:54, 4966 ნახვა

სხვადასხვა
პროსტიტუციის ხელშეწყობაში ბრალდებული ხატია წერეთელი დუმილის უფლებას იყენებს

პროსტიტუციის ხელშეწყობის და პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ფაქტზე დაკავებული მომღერალი ირმა კურტანიძე, იგივე ხატია წერეთელი დუმილის უფლებით სარგებლობს. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ დაკავებულის ადვოკატმა ავთანდილ ჩუაშვილმა განუცხადა.

ადვოკატი დეტალებზე არ საუბრობს.

სამართალდამცავებმა საგამოძიებო მოქმედებების შედეგად პროსტიტუციის ხელშეწყობის და პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ფაქტზე საქართველოსა და ჩინეთის მოქალაქეები, ჯამში 12 პირი, მათ შორის, ხატია წერეთელი დააკავეს.

თუ როდის გაიმართება მათ მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე სხდომა, ჯერ გარკვეული არ არის. ცნობილია პროკურატურის პოზიცია, სახელმწიფო ბრალდება დაკავებულების მიმართ პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობას დააყენებს.

პროკურატურის ინფორმაციით, ბრალდებულებს პროსტიტუციის შესანიღბად თბილისში ჩინური მასაჟის სალონები ჰქონდათ გახსნილი, სადაც პროსტიტუციის ხელშეწყობას და პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემას ეწეოდნენ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ფილმი „მაიკლი“ ყველა დროის ყველაზე მაღალშემოსავლიან ბიოგრაფიულ ფილმად იქცა
ჯანმო- ევროპაში უკიდურესი სიცხის გამო ერთ კვირაში 1300-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა
გვარამია: ხოშტარიას საკითხზე ველოდებით ადეკვატურ გადაწყვეტილებას, წინააღმდეგ შემთხვევაში საპასუხო რეაგირება გვექნება
ევროპულმა სასამართლომ 5 სამოქალაქო ორგანიზაციის დაყადაღების საქმეზე არსებითი განხილვა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics