|
2025-08-25 17:47:22, 697 ნახვა
პოლიტიკა
სამადაშვილი - უვიზო რეჟიმის გაუქმებასთან დაკავშირებით აქტიური დისკუსიები სექტემბრის ბოლოს დაიწყება
ასოციაცია „ლელო - ძლიერი საქართველო“-ს პოლიტიკური მდივნის, სალომე სამადაშვილის მოლოდინით, ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის გაუქმებასთან დაკავშირებით აქტიური დისკუსიები სექტემბრის ბოლოს დაიწყება. მისი განცხადებით, შემოდგომისთვის პოლონეთი და ევროკავშირის სხვა ქვეყნები საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირის ქვეყნებში დროებითი მუშაობის უფლებას გააუქმებენ. სამადაშვილის თქმით, ამ მიმართულებით საკანონმდებლო პროცესი პოლონეთში უკვე დაწყებულია. „სამწუხარო რეალობა ისაა, რომ სექტემბერში ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის შეჩერების საკითხი გამწვავდება. 8 პირობა დაისახა, რათა საქართველომ უვიზო რეჟიმი არ დაკარგოს. დღემდე არც ერთი არ შესრულებულა. განხილვას გარკვეული დრო დასჭირდება, მაგრამ მე ამას ველოდები. ასევე ველოდები, რომ შემოდგომისთვის პოლონეთი და შესაძლოა ევროკავშირის სხვა ქვეყნები გააუქმებენ საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირის ქვეყნებში დროებით უვიზოდ მუშაობის უფლებას. სამწუხაროდ, კარგი არაფერი გველოდება! ეს არის შედეგები, რომლებსაც საქართველოს მოქალაქეები მიიღებენ, როდესაც ქვეყანას მართავს ხელისუფლება, რომელიც ასრულებს რუსეთიდან წამოსულ ყველა ბრძანებას და ცდილობს ქვეყანა და მისი მოქალაქეები დასავლეთისგან სრულ იზოლაციაში მოაქციოს“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)