00:40 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-08-14 20:05:32, 2338 ნახვა

საზოგადოება
თბილისის სასწრაფო დახმარების თანამშრომლებმა გულის გაჩერების შემდეგ პაციენტი გადაარჩინეს

სამედიცინო ჯგუფ #0731-ში მისვლისთანავე, 60 წლამდე ასაკის მამაკაცი უგონო მდგომარეობაში იპოვეს. ის სააბაზანოს კართან იწვა. პულსი არ ჰქონდა, მაგრამ სუნთქვა აუტანელი ჰქონდა.

ექიმებმა პაციენტი მაშინვე მონიტორზე შეაერთეს და პარკუჭოვანი ფიბრილაცია დაუდგინეს, სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობა, რომლის დროსაც გულის ნორმალური რიტმი ირღვევა.

დროის დაკარგვის გარეშე, ჯგუფმა რეანიმაცია დაიწყო: ელექტროშოკი და ადრენალინი გამოიყენეს. რეანიმაციული ღონისძიებები სულ 15 წუთი გაგრძელდა. ექიმს ელექტროშოკის 4-ჯერ გამოყენება მოუწია.

მედიკოსების დახმარებით, მეოთხე ელექტროშოკის შემდეგ, მონიტორზე სინუსური რიტმი დაფიქსირდა.

ჯგუფის ექიმებისა და მძღოლის პროფესიონალიზმის წყალობით, პაციენტი სასიცოცხლო ნიშნების აღდგენით თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში მოათავსეს, სადაც კარდიომიოპათია დადასტურდა, შესაბამისი კვლევები ჩატარდა და ამჟამად კლინიკაში მკურნალობას აგრძელებს.

ჯგუფ #0731-ში შედიოდნენ ექიმი მაგდა ღვინჟილია, უმცროსი ექიმი დავით ჩილაჩავა და სასწრაფო დახმარების მძღოლი ირაკლი წიკლაური.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics