|
2025-08-14 11:34:06, 1373 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი ფავლენიშვილი - ივანიშვილი კრემლის ნარატივით საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მიზანმიმართულად აზიანებს
“ივანიშვილი კრემლის ნარატივით საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მიზანმიმართულად აზიანებს. პირდაპირ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს რეჟიმი მტრობს საქართველოს.“ - განაცხადა “ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივნის მოადგილემ, ირაკლი ფავლენიშვილმა ჟურნალისტის კითხვას, აფხაზეთის ომის დაწყებასთან დაკავშირებით ოცნების ხელისუფლებამ დაგვაყენა იმ საშიშროების წინაშე, რომ არაღიარების პოლიტიკა შესუსტდეს და საბოლოოდ, შესაძლოა დადგეს აღიარების საკითხიც, რამდენად რეალურია, რომ ოცნება წავიდეს ასეთ ნაბიჯზე? ირაკლი ფავლენიშვილის განცხადებით - “ივანიშვილი უკვე წასულია ამ ნაბიჯზე. ჩვენ ცალსახად შეგვიძლია ვთქვათ, რომ როდესაც საკუთარ მხარეს, საქართველოს ადანაშაულებ საომარი მოქმედებების დაწყებაში და მათ შორის იმეორებ იმ ნარატივს, რომელიც აქვს კრემლს, რა თქმა უნდა, როგორც მინიმუმ აძლევ პოლიტიკურ ასპარეზზე კრემლს მეტ სასაუბროს, უფრო მეტ ბერკეტს და გაეროს ტრიბუნაზე რუსებმა უკვე აქტიურად დაიწყეს ამ არგუმენტის გამოყენება. ზოგადად, რა თქმა უნდა, ამ პრობლემის გარდა, მთავარი პრობლემა რაც არის, არის ის, რომ ეს რეჟიმი ვნებს და სპეციალურად მტრობს საქართველოს სუვერენიტეტს და ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას, ამიტომაც იმისთვის, რომ ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის პრინციპი ჰააგაში და სტრასბურგში მიღწეული გამარჯვება შევინარჩუნოთ, აუცილებელია ამ სისტემის დემონტაჟი,“ – განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)