|
2025-08-12 11:38:32, 912 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე სომხეთ-აზერბაიჯანის სამშვიდობო შეთანხმებაზე - შესაძლებელი იყო გამოყენებული ყოფილიყო ამ შეთანხმების მისაღწევად
საქართველო მიესალმება აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამშვიდობო შეთანხმების გაფორმებას. საქართველოც შესაძლებელი იყო გამოყენებული ყოფილიყო ამ შეთანხმების მისაღწევად, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს დღეს განუცხადა. მისი თქმით, იმ ფონზე, რომ მსოფლიოში უმძიმესი სიტუაციაა, რეგიონისთვის მშვიდობის შენარჩუნება ძალიან მნიშვნელოვანია. „ჩვენ მივესალმებით შეთანხმებას, რომელიც გაფორმდა აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის. არაერთხელ გაგვიკეთებია განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოც შესაძლებელი იყო გამოყენებული ყოფილიყო ამ შეთანხმების მისაღწევად და ჩვენი მხრიდან არაერთი შეთავაზება გაკეთდა. რეგიონში დღეს, ისე როგორც არასდროს უდიდესი როლი აქვს მშვიდობის შენარჩუნებას. ახლო აღმოსავლეთში და ზოგადად მსოფლიოში, უმძიმესი სიტუაციაა და, შესაბამისად, დღეს ყველაზე მეტად გვჭირდება მშვიდობა იმიტომ, რომ მშვიდობას მოაქვს განვითარება, წინსვლა და ეკონომიკური აღმავლობა“, - განაცხადა კახა კალაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)