00:54 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-08-08 12:09:54, 1426 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე - სრული კატასტროფაა ევროპაში

სრული კატასტროფაა ევროპაში და მე იმედი მაქვს, რომ ეს ტენდენციები შემობრუნდება დადებითი მიმართულებით და მომავალში უკეთ იქნება დაცული მათ შორის სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება, - ამის შესახებ ოცნების პრემიერ მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს მუხათგვერდში, ევროპაში ამოქმედებულ ახალ კანონთან დაკავშირებით განუცხადა.

პრემიერის თქმით, მათ აქვთ პრეტენზია გამოხატვის თავისუფლებაზე, თუმცა ადგენენ გამოხატვის თავისუფლების შემზღუდავ კანონებს.

„გამოხატვის თავისუფლებაზე აქვთ პრეტენზია კონკრეტულ ქვეყნებს და ასეთ რაღაცეებს ადგენენ საკუთარი კანონმდებლობით. ნახეთ, სანამდეა მისული ევროპული ბიუროკრატია. სრული კატასტროფაა ევროპაში და მე იმედი მაქვს, რომ ევროპაში ეს ტენდენციები შემობრუნდება დადებითი მიმართულებით და მომავალში უკეთ იქნება დაცული მათ შორის სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება", - განაცხადა პრემიერმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სტამბოლში სტენდაფ კომიკოსი ერდოღანზე ხუმრობის გამო დააკავეს
რუსეთის ბენზინგასამართ სადგურებზე რიგები ახლა კოსმოსიდანაც ჩანს
ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაბომბვებმა ნავთობისა და გაზის ბიუჯეტის შემოსავლები ტრილიონი რუბლით შეამცირა
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „საპრეზიდენტო“ არჩევნების ე.წ. ვადამდელი თარიღად 18 სექტემბერი დადგინდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics