|
2016-03-21 19:18:26, 591 ნახვა
საზოგადოება
საქართველოს პრეზიდენტმა სესილია მალმსტრომი ღირსების ორდენით დაჯილდოვა
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საქართველოში ვიზიტად მყოფი ევროკომისარი ვაჭრობის საკითხებში სესილია მალმსტრომი საქართველოს მიმართ გამოხატული განსაკუთრებული თანადგომისათვის, საქართველოსა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობის გაღრმავების საქმეში შეტანილი პირადი წვლილისათვის ღირსების ორდენით დააჯილდოვა. შეხვედრისას საუბარი შეეხო საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებულ ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების მნიშვნელობას და ვიზალიბერალიზაციის პროცესის მიმდინარეობას. ევროკომისარმა ვაჭრობის საკითხებში სესილია მალმსტრომმა შეხვედრისას ისაუბრა იმ სარგებელზე, რომელსაც თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება სთავაზობს ბიზნესს. საუბარი ასევე შეეხო DCFTA -ის იმპლემენტაციის პროცესს. საქართველოს პრეზიდენტმა შეხვედრისას იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს ვიზალიბერალიზაციის პროცესი დაჩქარდება და უახლოეს მომავალში წარმატებით დასრულდება.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)